გია ვოლსკი - გამჭვირვალობა აუცილებელია, რადგან არასამთავრობო ორგანიზაციები რადიკალური ოპოზიციის წინა რიგებში მყარად დაფუძნდნენ და ხელისუფლებას ინტენსიურად უტევენ
გამჭვირვალობა აუცილებელია, რადგან არასამთავრობო ორგანიზაციები რადიკალური ოპოზიციის წინა რიგებში მყარად დაფუძნდნენ და ხელისუფლებას ინტენსიურად უტევენ, მათ შორის, გადადგომისა და გადატრიალების მოთხოვნით, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის თქმით, სახელმწიფომ გადაწყვიტა, საზოგადოებისთვის გამჭვირვალე იყოს თანხები, რომლებსაც არასამთავრობო ორგანიზაციები იღებენ, თუმცა მათ საქმიანობას არ ზღუდავს.
„საზოგადოებამ უნდა იცოდეს, არჩევნების დროს ვის მისცეს ხმა – ადამიანებს, რომლებიც ქვეყანაში გადატრიალებასა და დესტაბილიზაციას გეგმავენ თუ იმ ხელისუფლებას, რომელიც სტაბილურობის და ეკონომიკური განვითარების მყარ ტენდენციას აჩვენებს. გამჭვირვალობის თემასთან დაკავშირებით ასეთი განცხადებების გაკეთება, სულ მცირე, უსამართლობაა და გარკვეულ კითხვებს წარმოშობს: ამ ნაბიჯების უკან მართლაც ხომ არ არის რაღაც იდეა, რომ ხელისუფლება შეიცვალოს და მთავრობა ლომჯარიასმაგვარი ადამიანებით დაკომპლექტდეს? წინააღმდეგ შემთხვევაში, არ არსებობს პასუხი კითხვაზე, მათთვის რატომ არის კარგი აშშ-ში, კანადაში, დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირის ქვენებში გაცილებით მკაცრი კანონი, ხოლო საქართველოსთვის – ცუდი და რა არის მათ შორის განსხვავება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.