გია ვოლსკი - ფაქტებიდან გამომდინარე, რუსული მხარისა და სააკაშვილის ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ფაქტებიდან გამომდინარე, რუსული მხარისა და მიხეილ სააკაშვილის ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა და არა – მხოლოდ უკრაინის შემთხვევაში.
უკრაინის მოვლენებს გია ვოლსკი ჟურნალისტებთან საუბარში გამოეხმაურა.
„გავიხსენოთ, რას აკეთებდნენ ბელარუსში და როგორ აწყობდნენ რევოლუციას. ასევე გაიხსენეთ, რა პროცესები განვითარდა უკრაინაში, როცა ტიმოშენკოს არჩევნები იყო. შემდეგ, რუსეთის სპეცსამსახურებმა ეს ყველაფერი როგორ ჩაიწერეს და საბოლოოდ დაზარალებული ვინ აღმოჩნდა”, – განუცხადა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს.
მისივე თქმით, უკრაინაში ურთულესი მდგომარეობაა, მაგრამ ამ სიტუაციით მოსარგებლე ავანტიურისტი სააკაშვილის ქმედებები, რასაკვირველია, რუსეთს აწყობს, რადგან ლავროვი გამოვიდა და ძალიან ღიად თქვა, რომ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას საგარეო პოლიტიკა რუსეთის ინტერესებს პირდაპირ უპირისპირდება და აქტივობა, რაც უკრაინაში ხდება, ამ ყველაფერს დაემთხვა.
“მნიშვნელოვანი თემა, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ, ის არის, რომ ამ ხნის განმავლობაში, რუსული მედიასაშუალებებიდან სააკაშვილის განდიდების სიუჟეტები არ მოხსნილა. დასკვნას არ ვაკეთებ, გიყვებით, რა ხდება“, – დასძინა ვოლსკიმ.