პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში, მიზნობრივი ფონდის შექმნა ევროპულ ოჯახში საქართველოს ადგილს გააძლიერებს.
როგორც ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა, ევროპულ განვითარებასთან დაკავშირებით საუბარი წინ წაწევაზე აღარ არის, რადგან ევროპულ ოჯახში საქართველოს პოზიციები საკმაოდ მძლავრია და მიზნობრივი ფონდის შექმნა სწორედ ამ ადგილის გაძლიერებასა და დამკვიდრებას მოხმარდება.
„ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ეს პირველი და უკანასკნელი მხარდაჭერა არ არის და ველოდებით, რომ ევროპული მისწრაფებები კიდევ უფრო გაძლიერდება“, – განაცხადა ვოლსკიმ.