გია ვოლსკი - ევროკავშირმა ცხინვალის რეჟიმის მიმართ ძალიან კარგი განცხადება გააკეთა
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, გია ვოლსკის შეფასებით, ევროკავშირმა ცხინვალის რეჟიმის მიმართ ძალიან კარგი განცხადება გააკეთა.
როგორც ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა, აღნიშნული განცხადება ავსებს იმ პოლიტიკურ ველს, სადაც საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები და ორგანიზაციები ინტენსიურად გამოდიან, რათა კიდევ ერთხელ დააფიქსირონ, როგორ აფასებს მსოფლიო ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე მოვლენებს.
„ევროკავშირმა ცხინვალის რეჟიმის მიმართ ძალიან კარგი განცხადება გააკეთა“, – განაცხადა ვოლსკიმ.
ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურში აცხადებენ, რომ მიუღებელია ცხინვალის რეჟიმის მხრიდან ფაქტობრივად არაზუსტი განცხადებები, რომლებიც მხოლოდ გაამწვავებენ დაძაბულობას.