გია ვოლსკი - ეროვნული ბანკის საბჭოს შემადგენლობა უნდა იყოს დროულად დაკომპლექტებული და ანგარიშვალდებული ხალხის და პარლამენტის წინაშე
როცა ექსპერტები საუბრობენ საქართველოში, ამერიკაში თუ ევროპაში, უფრო მეტის უფლებას აძლევენ თავს, რომ რადიკალური შეფასებები გააკეთონ, ჩვენ ვალდებულები ვართ, ფაქტებიდან გამომდინარე ვისაუბროთ და, მართლაც, რომ გადახედავ ბოლო მონაცემებს, სწორი მაგალითებია მოყვანილი, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის თქმით, ეროვნული ბანკის საბჭოს შემადგენლობა უნდა იყოს დროულად დაკომპლექტებული.
„არ ვიცი, ეს არაპროფესიონალიზმით არის თუ გარკვეული კონსპირაციული გეგმა ჰქონდა არჩილ მესტვირიშვილს, მაგრამ ფაქტია, ფასების ზრდაზე, ეკონომიკის ზრდის ან შემცირების საკითხებზე, სავალუტო კურსზე, ინფლაციაზე საკმაოდ სერიოზული გავლენა და დიდი ბერკეტები გააჩნია ეროვნულ ბანკს, მაგრამ ეს მთავრობის პასუხისმგებლობას არ ხსნის. აქედან გამომდინარე, საბჭოს შემადგენლობა, ვინც ეროვნულ ბანკს მართავს, უნდა იყოს დროულად დაკომპლექტებული და ანგარიშვალდებული ხალხის და პარლამენტის წინაშე, როდესაც ამის აუცილებლობა არსებობს. მთავარი თემა რა არის, რაც ყველას უნდა გვაინტერესებდეს, ეს არის ინფლაციის დონის კლების შენარჩუნება, ვალუტის კურსის შენარჩუნება ნორმალურ ფარგლებში და ეკონომიკის ზრდის პროგნოზის გაკეთება, როგორიც არის რეალობაა. ეს აერთიანებს ჩვენს საზოგადოებას პოლიტიკური ნიშნების მიუხედავად. თუ ამას რაიმე საფრთხე დაემუქრა, ვალდებულება არსებობს, რომ ვიმოქმედოთ“, – განაცხადა ვოლსკიმ.