გია ვოლსკი - ემზადებიან, რომ დესტაბილიზაცია შექმნან, იმის ნაცვლად, ზოგიერთი პარტია გაემიჯნოს დანაშაულს, პირიქით, ერთი სული აქვთ, კოლექტიურ „ნაცმოძრაობად“ შექმნილ რევოლუციურ გუნდში მოხვდნენ
გია ვოლსკი - ემზადებიან, რომ დესტაბილიზაცია შექმნან, იმის ნაცვლად, ზოგიერთი პარტია გაემიჯნოს დანაშაულს, პირიქით, ერთი სული აქვთ, კოლექტიურ „ნაცმოძრაობად“ შექმნილ რევოლუციურ გუნდში მოხვდნენ

რისთვის იბრძვიან, რას ჭიდაობენ? ემზადებიან იმისთვის, რათა ქვეყანაში დესტაბილიზაცია შექმნან, რატომ შეიძლება, საქართველოს ხელისუფლებას უწოდო პრორუსული? იმის ნაცვლად, როგორმე გაემიჯნოს ზოგიერთი პოლიტიკური პარტია თუ სუბიექტი ამ დანაშაულს, პირიქით, ერთი სული აქვთ კოლექტიურ „ნაცმოძრაობად“ შექმნილ ამ რევოლუციურ გუნდში მოხვდნენ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.

ვოლსკის თქმით, რადიკალური ოპოზიცია დესტაბილიზაციისთვის ემზადება.

„რისთვის იბრძვიან, რას ჭიდაობენ? ემზადებიან იმისთვის, რათა ქვეყანაში დესტაბილიზაცია შექმნან. რომელ სიტყვაში შეიძლება, შემედავოთ? რატომ შეიძლება, საქართველოს, საქართველოს ხელისუფლებას უწოდო პრორუსული? თქვენ, უმრავლესობას, გასვრილი გაქვთ ხელი ადამიანების სისხლში, ეს შავი ლაქა ვერ მოგიცილებიათ. იმის ნაცვლად,რომ როგორმე გაემიჯნოს ზოგიერთი პოლიტიკური პარტია თუ სუბიექტი ამ დანაშაულს, პირიქით, ერთი სული აქვთ როგორმე მათთან ერთად მოხვდნენ კოლექტიურ „ნაცმოძრაობად“ შექმნილ ამ რევოლუციურ თუ საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულთა გუნდში. ეს არის გუნდი, რომელიც გაერთიანებულია შეთქმულებაში საქართველოს წინააღმდეგ, სხვა ახსნა ამას, რაც დღეს ვიხილეთ ჩვენი ოპონენტების მხრიდან, არ აქვს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ამასთან, გია ვოლსკიმ პარლამენტის სხდომაზე, სადაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი განიხილება, განაცხადა, რომ საქართველო ყველა პარტნიორთან აქტიურად მუშაობს და აღნიშნულ საკითხზე ოპოზიციის კრიტიკა მიუღებელია.

„როგორც მოსალოდნელი იყო, ამ სამართლებრივმა თემამ გადაინაცვლა პოლიტიკურ სფეროში და სწორედ აქ მოხდა ძირითადი კამათი, თუ შეიძლება ამ ისტერიკას კამათი ეწოდოს. ორბანზე გაკეთდა აქცენტი, როგორ თუ ორბანს შეხვდა, მუშაობა დააკლდა თითქოს საქართველოს ხელისუფლებას, პარლამენტს, მთავრობას, ევროპელ პარტნიორებთან. ვის დააკლდა მუშაობა, რომელი ევროპელი ლიდერი გამოგვრჩა, ან შეხვედრებში, ან თუნდაც ესპანეთში, ვის არ შევხვდით? შარლ მიშელის შეთანხმებას რომ იგონებთ იმ შეთანხმების მიხედვით არ იყო დაგეგმილი ხუთი კომიტეტის დათმობა ამ უნიათო ხალხისათვის, რომელიც დანგრევის მეტზე არაფერზე ფიქრობს? კიდევ კარგი არ მოხდა ამ ნაწილის ასრულებაა, ვინ გამოვიდა შეთანხმებიდან, რა გამოსვლაზეა ლაპარაკი? არ შესულან საერთოდ ამ შეთანხმებაში. რაც შეეხება ჩინეთის თემას, აქაც, ჩინეთისკენ წავიდა თურმე ჩვენი პოლიტიკა, რა სისულელეა, როდესაც სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებაა აქვს ჩინეთს ევროკავშირთან, აშშ-ის მაღალი დონის დელეგაციები ჩინეთში ჩავიდნენ, სწორედ შუა დერეფნის თემაა მთავარი დღეს, რაზე საომარი არის ლელო, მაგრამ ის გადარჩება, რადგან სწორ პოლიტიკას აწარმოებს ხელისუფლება. შუა დერეფნის ინტერესია მთავარი და არა ის, რომ ჩინეთმა რაღაც მმართველობის სქემა შეცვალოს საქართველოში. ზუსტად ეს არის აღმოსავლეთის და დასავლეთის დაკავშირების და ურთიერთობის განვითარების მომავალი სტრატეგია. ჩვენ უნდა ვიფიქროთ მშვიდობიან არქიტექტურაზე მსოფლიოსი და არა იმაზე, რაც ახლა ხდება. ცეცხლის ალია ჩვენს გარშემო, ეს ოდესმე უნდა დამთავრდეს, გადარჩენა გვმართებს“, – განაცხადა ვოლსკიმ.