გია ვოლსკი - ელექტრონული არჩევნების გაყალბება შეუძლებელია, სალომე ზურაბიშვილს ნიჭიც რომ ჰქონდეს, ვერ დაახასიათებს იმ გარემოებებს, რამაც შეიძლება, გაყალბების სახე მიიღოს
ელექტრონულ არჩევნებს აბსოლუტურად შეუბღალავი ავტორიტეტი აქვს, ელექტრონული არჩევნების გაყალბება შეუძლებელია. სალომე ზურაბიშვილს ნიჭიც რომ ჰქონდეს, ვერ დაახასიათებს იმ გარემოებებს, რამაც შეიძლება გაყალბების სახე მიიღოს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, შეუძლებელია, ადამიანს ნების წინააღმდეგ რაიმეს გაკეთება აიძულო და ამ ფაქტს როცა უპირისპირდები, ესაა უტიფრობა ან საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობა.
„პრეზიდენტს არ ჰყოფნის გონება და ცოდნა, რომ ისაუბროს ამ საკითხებზე, როგორც რეალურ მოსალოდნელ საფრთხეზე. მას ამის შესაძლებლობაც კი არ აქვს. ელექტრონულ არჩევნებს აბსოლუტურად შეუბღალავი ავტორიტეტი აქვს – ელექტრონული არჩევნების გაყალბება შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, სალომე ზურაბიშვილს ნიჭიც რომ ჰქონდეს, ვერ დაახასიათებს იმ გარემოებებს, რამაც შეიძლება გაყალბების სახე მიიღოს. ვფიქრობ, უარესი წინ გველოდება, როცა ვერანაირად დაასაბუთებს, რომ გაყალბება მოხდა, მაგრამ მოიგონებს სხვა მიზეზებს და იმ ზღაპრებს, რაც რადიკალური ოპოზიციის მხრიდან უკვე ხშირად გვესმის, თითქოს აქ ხდება ზეწოლა, მოსყიდვები და ისეთი გარემოებებია შექმნილი, რომ ლამის პოლიციელები და უსაფრთხოების სამსახურები ქუჩა-ქუჩა დადიან და მუქარის ქვეშ ადამიანებს აიძულებენ, 26 ოქტომბერს აუცილებლად „ქართულ ოცნებას“ მისცენ ხმა. შეუძლებელია, ადამიანს ნების წინააღმდეგ რაიმეს გაკეთება აიძულო და ეს არის ფაქტი. როცა ამ ფაქტს უპირისპირდები, ესაა უტიფრობა ან საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.