გია ვოლსკი - ეკონომიკურ სანქციებზე საუბრობთ და რა გავაკეთოთ, წავართვათ ბორჯომი, თუ SWIFT გავუთიშოთ? მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანა გადავარჩინოთ
ჩვენი მხრიდან რუსეთის მიმართ სანქციების დაწესებაზე როცაა საუბარი, ეს ბევრი ადამიანის სტრატეგიულ გეგმაში გულისხმობს, საქართველოს მიმართ რუსეთის მიერ დაწესდეს რაიმე ისეთი სტრატეგიული მიმართულება, რაც ქვეყანას სულ მცირე ეკონომიკურ ზარალს მიაყენებს და მაქსიმუმ, საქართველოს მიმართ აგრესიას მომართავს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა იმის თაობაზე, თუ რა სახის სანქციები უნდა დაუწესოს საქართველომ რუსეთს.
დეპუტატის თქმით, იდეა არსებობს და დისკუსია შეიძლება პრორუსული არხების აკრძალვაზე, მაგრამ ეს საკითხი უფრო მეტად პოპულისტურია.
„საქართველოს რომელ მოქალაქეზე შეიძლება, რუსული გადაცემების პროპაგანდამ გავლენა მოახდინოს? უკრაინაში ბავშვები და ქალები იღუპებიან, შევარდნილები არიან ქვეყანაში. როცა ვინმე ამბობს, რუსული ტელეარხი უნდა ჩავკეტოთ, ეს პირადად ჩემი შეურაცხყოფაა. რას ნიშნავს, რუსული პროპაგანდის ამყოლები ვართ იმ საზოგადოებაში, რომლის 22 პროცენტი ოკუპირებულია? ეს ვისი ბრალია, თუ გინდათ, ამაზე ცალკე ვიმსჯელოთ.
რაც შეეხება ეკონომიკურ სანქციებს, გავაკეთოთ ის, რაც არ გვაქვს – წავართვათ ბორჯომი თუ SWIFT გავუთიშოთ? მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანა გადავარჩინოთ. რაც შეეხება უკრაინის მხარდაჭერას, რესურსების მობილიზაცია გვამრთებს. იცოდეთ, რომ გაგზავნილი ტვირთი ბევრი ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს. რაც მთავარია, ჩვენი პოლიტიკური მხარდაჭერა არის მძლავრი“, – განაცხადა ვოლსკიმ.