გია ვოლსკი - ძალიან სამარცხვინო საქციელი იყო, როდესაც პრეზიდენტის წარმომადგენელი ითხოვდა, უკან გაეწვიათ კანდიდატები, რათა ეროვნულ ბანკს საქმიანობა ვეღარ გაეგრძელებინა
გია ვოლსკი - ძალიან სამარცხვინო საქციელი იყო, როდესაც პრეზიდენტის წარმომადგენელი ითხოვდა, უკან გაეწვიათ კანდიდატები, რათა ეროვნულ ბანკს საქმიანობა ვეღარ გაეგრძელებინა

ძალიან სამარცხვინო საქციელი იყო, როდესაც პრეზიდენტის წარმომადგენელი ითხოვდა, უკან გაეწვიათ კანდიდატები, რათა ეროვნულ ბანკს საქმიანობა ვეღარ გაეგრძელებინა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, პრეზიდენტმა ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით პოზიცია არაერთხელ შეცვალა.

„პრეზიდენტმა პოზიცია შეცვალა არაერთხელ, წარადგინა კანდიდატები ეროვნულ ბანკში და მერე უთხრა ვიღაცამ, რომ კანდიდატების წარდგენა, არჩევნები, შემდეგ საბჭოს გადარჩევა იგივეა, რაც ეროვნული ბანკი გადაარჩინოო და კატეგორიულად მოსთხოვეს უკან გამოწვევა მისი კანდიდატების. ძალიან სამარცხვინო საქციელი იყო, როდესაც მისი წარმომადგენელი ითხოვდა, უკან გაეწვიათ კანდიდატები, რათა ეროვნულ ბანკს საქმიანობა ვეღარ გაეგრძელებინა“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

ამასთან, გია ვოლსკის განცხადებით, ასევე არ სრულდება პრეზიდენტის ნათქვამი, რომ ოთარ ფარცხალაძეს ჩამოართმევდა მოქალაქეობას.

„Ახლა თავისი გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ ფარცხალაძეს ჩამოართმევდა მოქალაქეობას დაუყოვნებლივ, როგორც კი ამაზე მიიღებდა დოკუმენტაციას, ესეც არ სრულდება. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ვისი მოქალაქე იქნება ადამიანი, თუ ის საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებს, მაგრამ გამოძიების და ფაქტების დადების გარეშე ვერც სააკაშვილს, უკრაინის მოქალაქეს ვერ გაასამართლებ, ვერც რუსეთის მოქალაქეობის მიმღებ ადამიანებს, ვინც არ უნდა იყოს, ვერც საქართველოს მოქალაქეს გაასამართლებ, თუ არა გაქვს ფაქტები. ასე რომ, პროცესი მიმდინარეობს ამასთან დაკავშირებით. ჩამორთმევა მოქალაქეობის ეს ის თემაა, რომელიც არ აღსრულდა, მიუხედავად იმისა, რომ ამის თაობაზე განცხადება გააკეთა პრეზიდენტმა“, – განაცხადა ვოლსკიმ.