გია ვოლსკი დეპუტატ ენზელ მკოიანისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საჭიროებას ვერ ხედავს 
გია ვოლსკი დეპუტატ ენზელ მკოიანისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საჭიროებას ვერ ხედავს 

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი დეპუტატ ენზელ მკოიანისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საჭიროებას ვერ ხედავს.

ჟურნალისტებთან საუბარში გია ვოლსკი გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ენზელ მკოიანს ახალქალაქში მომხდარ ინციდენტში არანაირი მონაწილეობა არ მიუღია.

„ვერ ხედავენ, როგორია აგრესია, როგორ შეუწყნარებლად იქცევიან და რა დარღვევებზე მიდიან, რათა პროვოკაცია გამოიწვიონ. თუ გამოძიებას მძიმე შედეგი ექნება საყურადღებოა, მაგრამ შეხლა-შემოხლაზე აუცილებელია გამოიძიება ბოლომდე იყოს მიყვანილი, მაგრამ პროვოცირებაში ძალიან გაწაფულები არიან. თურმე, ენზელ მკოიანია დამნაშავე, რომელსაც როგორც ვიცი, ინციდენტში არანაირი მონაწილეობა არ მიუღია”, – დასძინა ვოლსკიმ.