გია ვოლსკი - დეპოლარიზაცია ნიშნავს არა დამეგობრებას, არამედ ყველასათვის თანაბარი პირობების შექმნას, ამას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიცემა
გია ვოლსკი - დეპოლარიზაცია ნიშნავს არა დამეგობრებას, არამედ ყველასათვის თანაბარი პირობების შექმნას, ამას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიცემა

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, დეპოლარიზაციას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიცემა.

აღნიშნული კომენტარით გია ვოლსკიმ ბრატისლავაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები შეაფასა, რომლებიც, მათ შორის, პოლარიზაციას ეხება.

„რასაკვირველია, კანდიდატის სტატუსის მოცემა განიხილება ორ ასპექტში, ერთი, რომ ევროპული საზოგადოება, შესაბამისი სტრუქტურები ობიექტურად აფასებენ იმ რეფორმებს, რაც  საქართველოში გატარდა, არანაირ ყურადღებას არ აქცევენ პოლიტიკურ სპეკულაციებს. დეპოლარიზაცია არ ნიშნავს დამეგობრებას, ნიშნავს თანაბარი პირობების შექმნას ყველასათვის. რა თქმა უნდა, ამას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კანდიდატის სტატუსის მიცემა. გულწრფელობა არის აუცილებელი, როცა ამ ტრიბუნას იყენებ. ფაქტია, პოლარიზება მსოფლიოში არის თვალსაჩინო, გრძელდება რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და რუსეთი თავისი სტრატეგიული ინტერესების გატარებისათვის სამხედრო ძალას მოიხმარს, ასეთი რეალობა შეიქმნა, როდესაც პატარა, მცირე რესურსების მქონე ქვეყანამ უსაფრთხოებაზე უნდა იფიქროს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.