გია ვოლსკი ვახტანგ გომელაურის გათავისუფლებაზე პარტია „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის“ მოთხოვნას აბსურდს უწოდებს
გია ვოლსკი ვახტანგ გომელაურის გათავისუფლებაზე პარტია „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის“ მოთხოვნას აბსურდს უწოდებს

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი პარტია „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის“ მოთხოვნას შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტიდან ვახტანგ გომელაურის გადაყენების თაობაზე აბსურდს უწოდებს.

როგორც ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა, დამოუკიდებელ დეპუტატებს მოთხოვნის მიზეზად მაგალითად მოყვანილი ჰყავდათ ის, რომ ვინაიდან აჭარაში რესან კონცელიძე არის დასახელებული, აქედან გამომდინარე, თითქოს მის გარშემო ძალოვანი უწყებების მობილიზება ხდება.

„ეს აბსურდია. ამ პოლიტიკური ფიგურების მესმის, რადგან არანაირი ყურადღება არსაიდან არ აქვთ და მათი ინტერესია, რომ მედიამ კითხვები დასვას და პოლემიკა ატყდეს. ვახტანგ გომელაურს ყველა მაჩვენებელი, საერთაშორისო სტატისტიკა და დაფასება გარეთ თუ შიგნით, იმ დონეზე აქვს, რომ არ იყოს, ასეთი პოლიტიკური თამაშების სამიზნე“, – განაცხადა ვოლსკიმ.

პარტია „ჩვენი საქართველო სოლიდარობის ალიანსის“ წევრებმა, დღეს ვახტანგ გომელაურის გადადგომა მოითხოვეს.