გია ვოლსკი - ჩვენი საარჩევნო პროგრამა ყველა დარგის მიხედვით, არის ნათელი სურათი, როგორ უნდა განვითარდეს საქართველო
გია ვოლსკი - ჩვენი საარჩევნო პროგრამა ყველა დარგის მიხედვით, არის ნათელი სურათი, როგორ უნდა განვითარდეს საქართველო

ჩვენი საარჩევნო პროგრამა ყველა დარგის მიხედვით, არის ნათელი სურათი, როგორ უნდა განვითარდეს საქართველო და რა უნდა მოუტანოს საქართველოს არამხოლოდ წარმატება, არამედ ამ ურთულეს ვითარებაში, როგორ უნდა გავიდეთ სამშვიდობოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, ოპონენტებს სერიოზულად ის მოხვდათ გულში, რომ თემა არ დარჩა, სადაც ცა და დედამიწასავით განსხვავება არ იყოს მათ ნაკეთებსა და ჩვენს გაკეთებულ-გასაკეთებელს შორის.

„ოპონენტებს ნუ ეკითხებით, საზოგადოებას ჰკითხეთ, რომელიც ხედავს, რომ აუცილებელია შედარებითი ანალიზი გაკეთდეს – რა გვქონდა და რა გვაქვს სოციალური პაკეტების თუ ეკონომიკის, თუ უსაფრთხოების მიმართულებით. სამომავლოდ ორიენტირება იყო მთავარი ხაზგასმა იმ ანალიზის, რა გაკეთდა გუშინ. რასაკვირველია, „ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდთან შედარება გამართლებულია პროფესიონალურადაც და მორალურადაც, რათა უამრავმა ადამიანმა, ვინც დაკავშირებული არ არის ემოციურად სადისტური მართვის იმ პერიოდთან, იცოდეს, რეალურად რა მოხდა. თუ ვინმეს კონკრეტულ ფაქტებზე აქვს რაიმე პრეტენზია, შეუძლიათ, დაასახელონ, რომ ესა თუ ის არ მომხდარა, არც მკვლელობა, არც წამება, არც ბიზნესების „ახევა“, – განაცხადა გია ვოსლიკიმ.