გია ვოლსკი - ჩვენი მიზანია, ქვეყნის სამშვიდობოზე გაყვანა იმ ვითარებაში, როდესაც გარშემო ცეცხლია, ოპოზიციის მიზანია, საქართველოში რევოლუცია მოხდეს და ხელისუფლებაში ტექნიკური მთავრობა მოვიდეს
ჩვენი მიზანია, ქვეყნის სამშვიდობოზე გაყვანა იმ ვითარებაში, როდესაც გარშემო ცეცხლია. ოპოზიციის მიზანია, საქართველოში რევოლუცია მოხდეს, დესტაბილიზაცია იყოს და ხელისუფლებაში ტექნიკური მთავრობა მოვიდეს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, დღეს ამბობენ, რომ თურმე ელექტრონული არჩევნების გაყალბება შეიძლება, მაგრამ ვერ ამტკიცებენ. საზოგადოებამ მათი ყველა განცხადება და თუნდაც რევოლუციის მცდელობა უკვე იხილა.
„ჩვენი მიზანია ქვეყნის სამშვიდობოზე გაყვანა იმ ვითარებაში, როდესაც გარშემო ცეცხლია. ეს არის ჩვენი კრედო და ჩვენ ამას ვაკეთებთ. ოპოზიციის მიზანია, საქართველოში რევოლუცია მოხდეს, დესტაბილიზაცია იყოს და ხელისუფლებაში ტექნიკური მთავრობა მოვიდეს. დღეს ამბობენ, რომ თურმე ელექტრონული არჩევნების გაყალბება შეიძლება, მაგრამ ამას ვერ ამტკიცებენ. მათი ყველა განცხადება და მცდელობა, თუნდაც რევოლუციის, ვიხილეთ. ეს არ არის მხოლოდ საუბარი. ჩვენი ინტერესები რა არის, ამ კითხვას არავინ სვამს, რაც სამწუხარო ფაქტია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.