გია ვოლსკი - ჩვენ პოლიტიკური ტრიუკები არ გვჩვევია, სამი ადამიანი უმრავლესობიდან წავიდა, რათა გარკვეულ საკითხებზე ვერ შევთანხმდით
სამი ადამიანი უმრავლესობიდან წავიდა და თანამდებობები დატოვეს, რათა გარკვეულ საკითხებზე ვერ შევთანხმდით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკური ტრიუკები არ სჩვევია.
„ჩვენ პოლიტიკური ტრიუკები არ გვჩვევია. ვისაც სჩვევია, მათი წარმომადგენლები ამაზე საუბრობენ, რადგან მათთვის წარმოუდგენელია, რომ კონსპირაციების გარეშე არაფერი ხდება. საერთოდ, მათთვის ზნეობრივი პოლიტიკა წარმოუდგენელია. სამი ადამიანი უმრავლესობიდან წავიდა და თანამდებობები დატოვეს იმისთვის, რომ გარკვეულ საკითხებზე ვერ შევთანხმდით. არ მიმაჩნია, რომ შიდა სამზარეულოს თემები გარეთ იყოს გამოტანილი. რაც საჭიროა და რაც მნიშვნელოვანია, საჯაროდ საუბრისგან თავი არ შეგვიკავებია. არ მგონია, რომ „ნაცმოძრაობას“ დაეჯერება, როცა პოლიტიკაში ტრიუკებსა და უზნეობაზე ლაპარაკობენ. რამდენი ხანი იყო კამათი და რა თემებზე, ამ საკითხზე კომენტარს არ ვაკეთებ“, – განაცხადა ვოლსკიმ.