გია ვოლსკი - აშშ-ის მხრიდან თავდაცვის სფეროში საქართველოს ფინანსური დახმარება ემსახურება იმას, რომ მსოფლიოში არსებულ რთულ და დაძაბულ ვითარებაში ჩვენ გადავრჩეთ
გია ვოლსკი - აშშ-ის მხრიდან თავდაცვის სფეროში საქართველოს ფინანსური დახმარება ემსახურება იმას, რომ მსოფლიოში არსებულ რთულ და დაძაბულ ვითარებაში ჩვენ გადავრჩეთ

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, მსოფლიოში არსებულ დაძაბულ სიტუაციაში ყველა გამოწვევასთან გამკლავება შესაძლებელი და რეალურია მაშინ, როცა საქართველოს გვერდით ამერიკის შეერთებული შტატები უდგას.

გია ვოლსკი ჟურნალისტებთან საუბარში აშშ-ის სენატის მიერ 2020 წლის თავდაცვის ბიუჯეტის დაამტკიცებას და საქართველოს მიმართ გამოხატულ მხარდაჭერას გამოეხმაურა.

„საქართველოს მიმართ ამერიკის დამოკიდებულებას მხოლოდ ერთ პრიზმაში ვაანალიზებთ. ეს არის დაპირისპირებული პოლიტიკური ჯგუფების ერთმანეთთან კამათი იმის თაობაზე, თუ ვისი პოლიტიკა უფრო ეფექტურია, ამერიკისა და ევროკავშირის დახმარება რომელ პერიოდში უფრო საგრძნობი იყო. მსოფლიოში ისეთი პროცესები მიმდინარეობს, რომელშიც ჩართულია ყველა ძლიერი მხარე – ამერიკა, რუსეთი, ევროკავშირის ყველა ქვეყანა და ამ ფონზე საქართველოს სწორი პოზიცია აქვს არჩეული. ამერიკა პარტნიორი ქვეყანაა და ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური მანიპულაციებისა და განცხადებების საფუძველი, ჩვენ გადარჩენა, სტაბილურობის შენარჩუნება გვჭირდება. თანხა, რომელიც ჩვენი სამხედრო ბიუჯეტისთვის გამოიყო და, ასევე, პოლიტიკურ-ფინანსურ-სამხედრო დახმარება არის მხოლოდ იმისთვის, რომ ჩვენ გადავრჩეთ, ამ საკმაოდ რთულ და დაძაბულ ვითარებაში“, – დასძენს ვოლსკი.