გია ვოლსკი - აშშ ჩვენს მხარდამჭერად რჩება, რაც მხოლოდ რიტორიკაში არ გამოიხატება
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მხარდამჭერად რჩება და ეს მხარდაჭერა კონკრეტულ ქმედებებში გამოიხატება.
ამ კომენტარით გია ვოლსკი გამოეხმაურა აშშ-ის საბიუჯეტო კანონს, რომელშიც საქართველოსთვის განკუთვნილი თანხა 132 025 000 აშშ დოლარს შეადგენს.
„ამერიკის, ისევე როგორც ევროპული ქვეყნების და განსაკუთრებით ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილებები, რომლებიც ეხება საქართველოს, ურთიერთობის ის რეჟიმი, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, ყველაფერს აძლევს თავის პასუხს. ამერიკის შეერთებული შტატები რჩება ჩვენს მხარდამჭერად და ეს მხარდაჭერა მხოლოდ რიტორიკაში არ გამოიხატება. ეს არის კონკრეტული ფინანსური, სამხედრო და პოლიტიკური მხარდაჭერა, რომელსაც, რასაკვირველია, ჩვენი ქვეყანა იმსახურებს და საჭიროებს, ვინაიდან ამ რეგიონში დემოკრატიის მთავარი დასაყრდენია“ ,- აღნიშნა გია ვოლსკიმ.