გია ვოლსკი - არჩილ თალაკვაძის ანგარიშში წარმოდგენილი იყო რეალური ვითარება, რაც დღეს ქვეყანაში ხდება
გია ვოლსკი - არჩილ თალაკვაძის ანგარიშში წარმოდგენილი იყო რეალური ვითარება, რაც დღეს ქვეყანაში ხდება

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლკსის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდოემარის, არჩილ თალაკვაძის საპარლამენტო საქმიანობის წლიური ანგარიში არაერთ მნიშვნელოვან საკითხს მოიცავდა.

მისივე თქმით, მათ შორის მნიშვნელოვანია ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის ურთიერთობის საკითხები, რის მიმართ ინტერესიც, როგორც ვოლსკი ამბობს, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის ახლახან გაკეთებულ განცხადებაშიც ჩანს.

„საგანგებოდ მნიშვნელოვანი თემები იყო. ეს საკითხები ყველას აწუხებს. რაც შეეხება საკანონმდებლო ცვლილებებს, საარჩევნო კოდექსში შესაძლებელ, მაგრამ უარყოფილ საკონსტიტუციო ცვლილებებს, ურთიერთობებს ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის. საერთაშორისო დამოკიდებულებაც ამ საკითხის მიმართ მკაფიოდ იყო გამოხატული ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მიერ სულ ახლახანს გაკეთებულ განცხადებაში. რეალური სიტუაცია, რაც ქვეყანაში დღეს ხდება, უმრავლესობის მხრიდან დანახული და წარმოდგენილი იყო. ეს ანგარიში ძალიან ვრცელია. ბევრ საკითხებზე არის ღია ტრიბუნა და ამ თემებზე საუბარი და კამათი გაგრძელდება. თუ აუცილებლობა იქნება, დაპირისპირებაც კი იმ საკითხებზე, რომლებიც ამ ანგარიშშია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.