გია ვოლსკი - არავითარი განსხვავება არ არის „ნაცმოძრაობასა“ და კონკრეტულ პარტიას შორის, ვინც ფანჩატურიდან ქოლგის ქვეშ გადაინაცვლებს
„ნაცმოძრაობის“ სატელიტებად იწოდება უკვე ღიად ყველა და არავითარი განსხვავება არ არის კონკრეტულ პარტიასა და „ნაცმოძრაობას“ შორის, ვინც ფანჩატურიდან ქოლგის ქვეშ გადაინაცვლებს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მან კომენტარი გააკეთა გიგი უგულავას ინიციატივაზე, რომ ოპოზიციური პარტიები „ნაციონალური მოძრაობის“ ქოლგის ქვეშ უნდა გაერთიანდნენ.
„ფრთიანი ფრაზები არსებობდა შალვა ნათელაშვილის ფანჩატურზე. ახლა, ეს „ფანჩატური“, როგორც ასეთი ფრაზა, დამკვიდრებული ტერმინი, შეიცვალა „ქოლგით“. ეს იგივეა პრაქტიკულად, მაგრამ პარტიები უნდა დაფიქრდნენ, ვიდრე ამ ქოლგის ქვეშ აღმოჩნდებიან, არ აღმოჩნდნენ რეპრესიულ მდგომარეობაში. ვინაიდან „ნაცმოძრაობის“ სატელიტებად იწოდება უკვე ღიად ყველა და არავითარი განსხვავება არ არის კონკრეტულ პარტიასა და „ნაცმოძრაობას“ შორის, ვინც ფანჩატურიდან ქოლგის ქვეშ გადაინაცვლებს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.