გია ვოლსკი - არ ვიცი, თავს რად გრძნობს სააკაშვილი, მაგრამ ქართველთმოძულე რომ არის, ამაზე თავადაც უსაუბრია
გია ვოლსკი - არ ვიცი, თავს რად გრძნობს სააკაშვილი, მაგრამ ქართველთმოძულე რომ არის, ამაზე თავადაც უსაუბრია

არ ვიცი, თავს რად გრძნობს მიხეილ სააკაშვილი, მაგრამ ქართველთმოძულე რომ არის, ამაზე თავადაც უსაუბრია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკიმ კომენტარი გააკეთა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუზე, სადაც სააკაშვილი ამბობს, რომ „საკუთარ თავს 100 პროცენტით უკრაინელად გრძნობს“.

„მიხეილ სააკაშვილი ქართველად არ გრძნობს თავს, ეს ერთი საკითხია. ის, რომ ქართველთმოძულეა, ეს მეორე საკითხია, რაც არაერთხელ გამოვლინდა, მათ შორის იმ ფარულ ჩანაწერებში, რომელიც სწორედ უკრაინიდან იყო გაჟღერებული და ყველამ მოვისმინეთ, ქართველ ხალხზე რას ფიქრობს. ვიცით მისი ღია განცხადებები, რას წარმოადგენდა ქართველი ხალხი, რა დაბალ კულტურულ დონეზე იყო და როგორ შემოიტანა განათლების სინათლე საზოგადოებაში. ამაზე თავად საუბრობდა, ისევე როგორც იმაზე, რომ აუცილებელია სისხლის დაღვრა და რომ მისი წამების მართვის სისტემა სწორად მოქმედებდა, როცა ტყვიებს არ ინანებდა. არ ვიცი, თავს რად გრძნობს, მაგრამ ქართველთმოძულე რომ არის, ამაზე თავადაც უსაუბრია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.