გია ვოლსკი - არ შეიძლება სახელმწიფო სტრუქტურები გაჩერდნენ, მით უმეტეს, თუ ამისთვის „კმარას“ მეთოდები გამოიყენება
სიტყვა „ჯოჯოხეთი“ ახალი არ არის, რომელსაც ოპოზიცია იყენებს. ეს მათი მხრიდან არაერთხელ გაგვიგია, როგორც მუქარა – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ განუცხადა.
დეპუტატის თქმით, ეს საკითხი ალბათ იმ ადამიანის ქმედებებს თემატურადაც შეეფერება, რომლებიც არა „ქართული ოცნების“, არამედ სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგოდ დგამენ ნაბიჯებს.
„არ შეიძლება სახელმწიფო სტრუქტურები გაჩერდნენ, მით უმეტეს, თუ ამისთვის ის მეთოდი გამოიყენება, რომელსაც „კმარას“ მეთოდები ჰქვია“, – განაცხადა ვოლსკიმ.