გია ვოლსკი - არ შეიძლება, მუდმივად ვიყოთ შანტაჟის ქვეშ და ოპოზიციის შანტაჟს დაექვემდებაროს პარლამენტი, საზოგადოება, მათი მცდელობაა, როგორმე საბოტაჟის რეჟიმში გაატარონ სახელმწიფო
პრეზიდენტი პროცესებიდან ჩამოცილებული არ არის, მას გარკვეული ფუნქცია გააჩნია, კანდიდატის წარმოდგენის უფლება პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება და ეს გარკვეული ვითარებიდან გამომდინარეობს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის თქმით, არ შეიძლება, მმართველი გუნდი მუდმივად შანტაჟის ქვეშ იმყოფებოდეს.
„ამ თემაზე მსჯელობა გაგრძელდება, რადგან არ შეიძლება, მუდმივად ვიყოთ შანტაჟის ქვეშ და ოპოზიციის შანტაჟს დაექვემდებაროს მთელი პარლამენტი, მთელი საზოგადოება მაშინ, როცა მათი მიზანი საერთოდ არ არის ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე მაღალი დონის პროფესიონალის არჩევა. მათ მცდელობა აქვთ მხოლოდ იმაზე, როგორმე საბოტაჟის რეჟიმში გაატარონ სახელმწიფო და ჩრდილი მიაყენონ საარჩევნო პროცესს, რომელიც პროპორციული სისტემით, ელექტრონული წესით ჩატარდება“, – განაცხადა ვოლსკიმ.