გია ვოლსკი - არ შეიძლება, ადამიანის მდგომარეობა შეაფასო მისი გაუპარსავობით, დაუბანლობით და თმების დაუვარცხნელობით
გია ვოლსკი - არ შეიძლება, ადამიანის მდგომარეობა შეაფასო მისი გაუპარსავობით, დაუბანლობით და თმების დაუვარცხნელობით

არ შეიძლება, ადამიანის მდგომარეობა შეაფასო მისი გაუპარსავობით, დაუბანლობით და თმების დაუვარცხნელობით, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის საკითხზე კომენტირებისას აღნიშნა.

როგორც გია ვოლსკიმ განაცხადა, უცხოური საექსპერტო დასკვნა არსებობს იმის თაობაზე, რომ მიხეილ სააკაშვილის სისხლი გარკვეულ ნივთიერებას შეიცავს, მაგრამ გაცილებით დაბლაა საშიში ნიშნულიდან.

„ამერიკელი ექსპერტის თაობაზე გავრცელებულია ინფორმაცია, როცა მან გარკვეულწილად ითაღლითა კონკრეტული ადამიანის შეფასებისას. არ შეიძლება, ადამიანის მდგომარეობა შეაფასო მისი გაუპარსავობით, დაუბანლობით და თმების დაუვარცხნელობით. უცხოური საექსპერტო დასკვნა არსებობს იმის თაობაზე, რომ მიხეილ სააკაშვილის სისხლი გარკვეულ ნივთიერებას შეიცავს, მაგრამ გაცილებით დაბლაა საშიში ნიშნულიდან. მისი საკითხი ამით უნდა შეფასდეს და არა პოლიტიკური განცხადებებით“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.