გია ვოლსკი - ამნისტიის კანონის საარჩევნო დივიდენდებისთვის მიღებას გვაბრალებს ის ხალხი, რომელმაც უდიდესი დანაშაული ჩაიდინა საზოგადოების მიმართ, მოაწყო გესტაპო-ს მართვის სისტემა
ამნისტიის კანონის საარჩევნო დივიდენდებისთვის მიღებას გვაბრალებს ის ხალხი, რომელმაც უდიდესი დანაშაული ჩაიდინა საზოგადოების მიმართ, მოაწყო გესტაპო-ს მართვის სისტემა, ადამიანები აწამეს და დახოცეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის თქმით, „ამ ადამიანებმა ციხეებიდან უამრავი ცხედარი გამოიტანეს და უშველებელი დანაშაული აქვთ ჩადენილი“.
„ეს ცოტათი მაინც შეიძლებოდა, იმით გამოესყიდათ, რომ კანონპროექტისთვის მხარი დაეჭირათ. ვერავინ იტყოდა, რომ ეს არ არის ერთობლივი მოსაზრება. ჰუმანური დამოკიდებულების რაღაც ელემენტი მაინც გამოევლინათ როდესმე, ან წარსულში, ან აწმყოში. რასაკვირველია, ჰუმანიზმია მთავარი თემა“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე ერთ-ერთი განსახილველი საკითხი ამნისტიის შესახებ კანონპროექტია.