გია ვოლსკი - აშშ-ის კონგრესის გადაწყვეტილება გზავნილია არა მხოლოდ რუსეთის მიმართ, ეს არის მძლავრი საფუძველი საქართველოსთან თანამშრომლობის
აშშ-ის კონგრესის გადაწყვეტილება გზავნილია არა მხოლოდ რუსეთის მიმართ, არამედ ეს არის მძლავრი საფუძველი საქართველოსთან თანამშრომლობის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, საქართველოს ორპარტიული მხარდაჭერა აქვს, კონკრეტული გადაწყვეტილებები უკვე მიღებულია, თუნდაც ოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებით.
„ამერიკის მხარდაჭერა არა მხოლოდ სიგნალია, არამედ საქართველოსთვის საკმაოდ მძლავრი საფუძველია, რათა შემდგომი ნაბიჯები გადაიდგას თავისუფალი ვაჭრობასთან დაკავშირებით და სამხედრო სფეროში ჩვენი თანამშრომლობა გაცილებით უფრო ინტენსიური გახდება”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.