გია ვოლსკი - 27 ოქტომბრისთვის მომზადების მთავარი შტაბი სალომე ზურაბიშვილის ოფისი იქნება, სადაც ისეთი ქარტია წარადგინეს, რომლის გარშემოც ოპოზიცია უნდა გაერთიანდეს, თუმცა გამარჯვების პერსპექტივა არ აქვთ
27 ოქტომბრისთვის მომზადების მთავარი შტაბი სალომე ზურაბიშვილის ოფისი იქნება, სადაც ისეთი ქარტია წარადგინეს, რომლის გარშემოც ოპოზიცია უნდა გაერთიანდეს, ამ ადამიანებს გამარჯვების პერსპექტივა არ აქვთ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის თქმით, კონკრეტული პირები ერთად შეიკრიბებიან და შეეცდებიან, ქვეყნის წინააღმდეგ რევოლუციური პროცესები განავითარონ.
„გუშინ ეს ადამიანები ერთმანეთს მძიმე სიტყვებით მიმართავდნენ და ფიზიკურად ერთმანეთისკენ იწევდნენ, თუმცა დღეს მათი გაერთიანება რას უნდა ნიშნავდეს, თუ არა მზადებას რევოლუციური პროცესების განვითარებისკენ. მათი იდეაა, ეს ქვეყანა დაინგრეს და ამ ნანგრევებზე კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ახალი მმართველობა აშენდება. ამ ფორმულის შემსრულებლად სალომე ზურაბიშვილი მოევლინათ, ვითომ როგორც ნეიტრალური სფეროდან გადმოტყორცნილი ადამიანი“, – განაცხადა ვოლსკიმ.