გია მურღულია - საზოგადოებრივი მაუწყებელი დღეს საკმაოდ მართალი და ძლიერია, რათა ნაკლები ყურადღება მიაქციოს ცალკეულ, ცხადად არასწორად მოტივირებულ, გამოხტომებსა თუ გაუქმების მუქარებს და პროფესიულად გააგრძელოს საქმე
როდესაც უკიდურესად დაბალი პოლიტიკური ნდობითა და რეიტინგით გამორჩეული პარტიის ლიდერები საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს „მონებსა“ და „სამარცხვინოებს“ უწოდებენ, მოკლედ უნდა ითქვას, რომ საქმე სწორედ პირიქით არის – მავანნი სამარცხვინოდ ემონებიან საკუთარ გამრუდებულ ხედვებსა და ეგოისტურ ინტერესებს, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნულით საქართველოს პირველ არხზე მორიგ თავდასხმას ეხმაურება.
მურღულიას თქმით, „საერთაშირისო შემფასებლები აღიარებენ და დარწმუნებით ადასტურებენ, რომ საქართველოს პირველი არხი, ბევრი სხვა ქართული არხისგან განსხვავებით, პოლიტიკურ მოვლენათა გაშუქებისას მიუკერძოებლობას კანონის მოთხოვნის გათვალისწინებით იცავდა“.
„ამ ფონზე ჯერ მისი ბოიკოტირება და შემდეგ სრულიად დაუსაბუთებელი თავდასხმები თუ მუქარა საზოგადოების მხრიდან შეიძლება აღქმული იქნას, როგორც პოლიტიკური და ადამიანური უპასუხისმგებლობა.
საზოგადოებრივი მაუწყებელი დღეს საკმაოდ მართალი და ძლიერია იმისთვის, რათა ნაკლები ყურადღება მიაქციოს ცალკეულ, ცხადად არასწორად მოტივირებულ, გამოხტომებსა თუ გაუქმების მუქარებს და პროფესიულად გააგრძელოს საქმე, რომელიც საგანგებოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების განვითარებისთვის“, – წერს გია მურღულია.
ცრუ და დაუსაბუთებელი ბრალდებები საქართველოს პირველ არხს „ევროპული საქართველოსგან“ – დღეს პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ საქართველოს პირველი არხი თავისი პარტიის წარმომადგენლებისადმი „ხისტ მიდგომებში“ დაადანაშაულა.
როდესაც უკიდურესად დაბალი პოლიტიკური ნდობითა და რეიტინგით გამორჩეული პარტიის ლიდერები საზოგადოებრივი მაუწყებლის…
Posted by გია მურღულია on სამშაბათი, 16 მარტი, 2021