გია მურღულია - მთელმა საქართველომ იცის, რა გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა ქვეყნისთვის, გაათავისუფლა ქვეყანა ბოროტი რეჟიმისგან, მეორე მხრივ, მისი საქველმოქმედო პროექტები მნიშვნელოვანია კონკრეტული ადამიანებისთვის
გია მურღულია - მთელმა საქართველომ იცის, რა გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა ქვეყნისთვის, გაათავისუფლა ქვეყანა ბოროტი რეჟიმისგან, მეორე მხრივ, მისი საქველმოქმედო პროექტები მნიშვნელოვანია კონკრეტული ადამიანებისთვის

საქართველო ხედავს, ვის მხარესაა სიმართლე და კარგი საქმეები საქართველოსთვის, – ამის შესახებ ფილოლოგიის დოქტორმა, პედაგოგმა გია მურღულიამ ტელეკომპანია „იმედს“ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრალდებებთან და სანქციების დაწესების მოთხოვნასთან დაკავშირებით განუცხადა.

„ეს საკითხი, მგონი, იმდენად ერთ ადამიანს არ უკავშირდება, რამდენადაც უკავშირდება მთელ ქვეყანას. იმიტომ, რომ მთელმა საქართველომ იცის, რა გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა ჩვენი ქვეყნისთვის. ორი მთავარი რამ, რაც ვფიქრობ, დიდხანს დაამახსოვრდება საქართველოს, ეს არის, რომ მან ჩვენი ქვეყანა გაათავისუფლა ბოროტი რეჟიმისგან და მეორე მხრივ, მისი საქველმოქმედო პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია კონკრეტული ადამიანებისთვის, თბილისისთვის, მთელი საქართველოსთვის, ხელოვნებისთვის, სპორტისთვის, კულტურისთვის“, – განაცხადა გია მურღულიამ.

მისი თქმით, პრაქტიკულად არ არის დარჩენილი არც ერთი სფერო, რომელშიც ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებას არ ჰქონდეს უკიდურესად მნიშვნელოვანი როლი და ფუნქცია.

„ახლა ხანდახან ლაპარაკობენ ხოლმე დეპოლარიზაციაზე და რაღაცა უცნაური მეთოდი აქვთ დეპოლარიზაციის ჩვენში – პირდაპირ ითხოვენ ადამიანის გაქრობას, ნიველირებას, უარყოფას, თითქოს ეს იყოს ერთადერთი გამოსავალი ყველა პრობლემის. საქართველო ხედავს, ვის მხარესაა სიმართლე და ვის მხარეს არის კარგი საქმეები საქართველოსთვის“, – აღნიშნა გია მურღულიამ.