გია მურღულია - ეს არ არის დღე, რომელიც მხოლოდ პირველი არხისთვის არის მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანი დღეა საქართველოსთვის, რადგან დაიბადა სრულიად ახალი გამოწვევა
გია მურღულია - ეს არ არის დღე, რომელიც მხოლოდ პირველი არხისთვის არის მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანი დღეა საქართველოსთვის, რადგან დაიბადა სრულიად ახალი გამოწვევა

ეს არ არის დღე, რომელიც მნიშვნელოვანია მხოლოდ პირველი არხისთვის, მნიშვნელოვანი დღეა საქართველოსთვის, რადგან სრულიად ახალი გამოწვევა დაიბადა, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა, გია მურღულიამ საქართველოს პირველი არხის ახალი შენობის გახსნაზე განაცხადა.

გია მურღულიამ პირველი არხის ყველა თანამშრომელს ახალი შენობის გახსნა მიულოცა და წინსვლა უსურვა.

„ყველას ვულოცავ ამ შესანიშნავ დღეს. ეს არ არის დღე, რომელიც მნიშვნელოვანია მხოლოდ პირველი არხისთვის, ზოგადად, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი დღეა, რადგან სრულიად ახალი გამოწვევა დაიბადა. შესანიშნავი სივრცეა, შესანიშნავად არის აღჭურვილი ტექნიკურად. შესანიშნავი ადამიანები მუშაობენ და მე ველოდები, რომ ეს ძალიან დიდი გამოწვევა, რომელიც ჩვენ ყველას ერთად გვაქვს, იქნება პასუხგაცემული ისე, როგორც გვეკადრება“, – განაცხადა გია მურღულიამ.

საქართველოს პირველ არხს ახალი შენობა აქვს, რომელიც პოლიტკოვსკაიას 31 ნომერში მდებარეობს. მშენებლობის პროცესი დასრულდა და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობა საზეიმო ვითარებაში დღეს ოფიციალურად გაიხსნა.