პოლკოვნიკ გია კრიალაშვილის დამ, ლია კრიალაშვილმა პროკურატურაში განცხადება შეიტანა.
ლია კრიალაშვილი მთავარი პროკურორ ირაკლი შოთაძესთან შეხვედრას ითხოვს.
მისი თქმით, გია კრიალაშვილის საქმეში იკვეთება არამარტო ვანო მერაბიშვილის, არამედ მიხეილ სააკაშვილის და იმ სპეცრაზმელების ბრალეულობაც, რომლებიც მისი თქმით, ასრულებდნენ არაკანონიერ ბრძანებას.
„ახალი პროკურორი ირაკლი შოთაძე შემხვდეს, დამიკავშირდეს და დაასრულოს ეს საქმე ისე, როგორც საჭიროა, ვინაიდან მან ამ საქმით უნდა დაამტკიცოს, რომ იგი ღირსი იყო მეორედ დანიშვნის. ვითხოვ ამ საქმის დასრულებას, მაგრამ აქ მარტო ვანო მერაბიშვილის ბრალი არ იკვეთება, აქ იკვეთება მიხეილ სააკაშვილის ბრალეულობაც და სპეცრაზმელების, ვინც გადაამეტეს უფლებამოსილებას და ჩაცხრილეს მანქანაში ეს ბიჭები. მათ აყვანა უიარაღოდაც შეეძლოთ, არ იყო საჭირო სროლები. ისინი უამრავ ტყუილს ინფორმაციას ავრცელებენ ამბობენ, რომ იქ იყო საპირისპიროდ სროლები, მაგრამ იქ სროლები არ ყოფილა. მე წავიკითხე იმათი გამოძიებული საქმეც და ამათი გამოძიებული საქმეც ამ შვიდი წლის მანძილზე“, – განაცხადა ლია კრიალაშვილმა.