გია კორკოტაშვილი - ხელისუფალო, რა გაგიჭირდა, თუ „ნამახვანჰესის“ პროექტი მომგებიანია, საზოგადოებას დაუმტკიცო
რა გაგიჭირდა ხელისუფალო, დამტკიცება, რომ თუ მომგებიანია „ნამახვანჰესის“ პროექტი, საზოგადოებას დაუმტკიცო, – ამის შესახებ გია კორკოტაშვილმა „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქციის დაწყებამდე განაცხადა.
კორკოტაშვილი მიიჩნევს, რომ„ნამახვანჰესის“ აშენება ქვეყნისთვის წამგებიანია.
„ამ საქმის პროფესიონალები ამბობენ, რომ „ნამახვანჰესი“ არის წამგებიანი პროექტი. ხომ შეიძლება, ხელისუფლებამ დაუმტკიცოს საზოგადეობას, რომელსაც არ სწამს ეს, რომ ჰესის აშენება არის საქართველოსთვის მომგებიანი პროექტი. ადამიანებს, რომლებსაც საქართველო უყვართ და ჰგონიათ, რომ პროექტი არის ქვეყნისთვის წამგებიანი, რაშიც ვეთანხმები, რა გაგიჭირდა ხელისუფალო, დამტკიცება, რომ თუ მომგებიანია, საზოგადოებას დაუმტკიცო“, – განაცხადა კორკოტაშვილმა.
აქციის მიმდინარეობა პირდაპირ ეთერში შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს პირველი არხის ვებგვერდზე.