გია გურგულია - ადამიანის ციხეში ყოფნა ვინმეს უხაროდეს, არ ვიცი, მაგრამ ადამიანი, რომელიც არის ერის მოღალატე, ტერიტორიების გამცემი, შვილების მკვლელი უნდა გასამართლდეს
მარტო მიხეილ სააკაშვილი ადამიანი კი არ უნდა გასამართლდეს, ვინც მასთან ერთად იყო, მთელი პროცესი უნდა გასამართლდეს, რომ ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში დამყარდეს კანონი, – ამის შესახებ მსახიობმა, გია გურგულიამ რუსთავის ციხესთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
როგორც გია გურგულიამ აღნიშნა, ძალიან მალე გამოჩნდება, რამდენ ადამიანს სძულს სააკაშვილის რეჟიმი.
„ადამიანის ციხეში ყოფნა ვინმეს უხაროდეს, არ ვიცი, მაგრამ ადამიანი, რომელიც არის ერის მოღალატე, ტერიტორიების გამცემი, ჩვენი შვილების მკვლელი, მარტო ეს ადამიანი კი არ უნდა გასამართლდეს, ვინც მასთან ერთად იყო, მთელი პროცესი უნდა გასამართლდეს, რომ ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში დამყარდეს კანონი და ჩვენი შვილები გაიზარდონ არა შიშით, რომ ვიღაც ნაძირალა მოვა და მათ რასაც უნდა იმათ უზამს, არა არასოდეს ეს რეჟიმი აღარ დაბუნდება. ჩვენ ყველა ერთ მუშტად ვდგავართ, შეიძლება ახლა იმდენი არ ვართ, მაგრამ ძალიან მალე დავანახებთ რამდენ ადამიანს სძულს ეს რეჟიმი და ეს ხალხი. ღმერთი არის ჩვენთან და შეგვეწევა ყველა ბრძოლაში“, – განაცხადა გია გურგულიამ.