გია გრიგალავას „ხიმკი“ იწვევს
გია გრიგალავას „ხიმკი“ იწვევს

„ხიმკის“ მთავარმა მწვრთნელმა იგორ ჩერევჩენკომ 2020 წლის სატრანსფერო გეგმებზე ილაპარაკა და განაცხადა, რომ რუსეთის პრემიერლიგაში დაბრუნებული მოსკოვის რეგიონის გუნდის შემადგენლობის გაძლიერება მისთვის ნაცნობი ფეხბურთელებით სურს – ერთ-ერთ სასურველ მოთამაშედ კი საქართველოს ნაკრების მცველი დაასახელა.

ცნობილი გახდა, რომ 46 წლის ჩერევჩენკო „ხიმკიში“ აპირებს მცველის, გია გრიგალავას მიწვევას, რომელიც მასთან ტულის „არსენალში“ თამაშობდა. ასევე გეგმებში აქვს მოსკოვის „სპარტაკის“ ნახევარმცველის, რეზიუნ მირზოვის და მოსკოვის „ლოკომოტივის“ თავდამსხმელის, ლუკა ჯორჯევიჩის დამატება – ეს ორი ფეხბურთელიც მასთან „არსენალში“ თამაშობდა.

ჩერეევჩენკო ტულას გუნდში 2018-დან 2020 წლამდე მუშაობდა. სპეციალისტი „ხიმკის“ მთავარ მწვრთნელად 24 სექტემბერს დაინიშნა. მოსკოვის რეგიონის გუნდი პირველ მატჩს ჩერევჩენკოს ხელმძღვანელობით შინ, 28 სექტემბერს, მოსკოვის „დინამოსთან“ ჩაატარებს.

გია გრიგალავა ჩერევჩენკოსთან ტულის „არსენალის“ ძირითადი შემადგენლობის შეუცვლელი მოთამაშე და გუნდის ვიცე-კაპიტანი გახლდათ. მაგრამ ახალ სეზონში რვა ტურის შეხვედრებიდან მხოლოდ ორჯერ ითამაშა.

საფეხბურთო კლუბი „ხიმკი” რუსეთის პრემიერლიგაში დასრულებულ სეზონში გადავიდა და სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა, მე-15 ადგილზეა – რვა ტურის შემდეგ გუნდს მხოლოდ სამი ქულა აქვს.