გია გეწაძე - როცა ომია და ოკუპანტი გკლავს, ამ დროს მთავარი ოპოზიციური პარტია ითხოვს 1 000 ლარს ბიძინას ბიუჯეტში იმ ხალხისთვის, ვინც ჩვენ გვკლავს, დიდი ბოდიში, ძმებო, მაგრამ უკრაინაში არ დაგინახოთ
როცა ომია და ოკუპანტი გკლავს, ამ დროს მთავარი ოპოზიციური პარტია ითხოვს 1 000 ლარს ბიძინას ბიუჯეტში იმ ხალხისთვის, ვინც ჩვენ გვკლავს, დიდი ბოდიში, ძმებო მაგრამ თქვენ შ… ხო არ გაქვთ?,- ამის შესახებ უკრაინაში მცხოვრები გია გეწაძე სოციალურ ქსელში წერს.
„მეგობრებო, აქ ომია, უკრაინაში. ისე, რომ იცოდეთ ყოველი შემთხვევისთვის. როცა ომია, ოკუპანტი გკლავს და ამ დროს მთავარი ოპოზიციური პარტია ითხოვს 1 000 ლარს ბიძინას ბიუჯეტში იმ ხალხისთვის, ვინც ჩვენ გვკლავს, დიდი ბოდიში ძმებო, მაგრამ თქვენ შ…გ ხო არ გაქვთ? უკრაინაში არ დაგინახოთ ჩამო…ი, ბ…ბო თქვენა!“,- წერს გეწაძე.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, მათი პარტია და საპარლამენტო ფრაქცია გამოდის ინიციატივით, რომ „ოკუპაციის შესახებ კანონში“ შევიდეს ცვლილებები. ბეჟაშვილის თქმით, აღნიშნული კანონპროექტი ითვალისწინებს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას საოკუპაციო შენატანის გადახდის ვალდებულებას. როგორც ბეჟაშვილმა აღნიშნა, საოკუპაციო თანხის შენატანის თანხა ლარებში იქნება 1 000 ლარის ოდენობით თითოეულ მოქალაქეზე.