გია გაჩეჩილაძე - ვერ ხედავთ, ვინ დგას დღევანდელი მოვლენების სათავეში, ხალხი, რომელმაც მთელი ეკონომიკა რუსეთს გადასცა, ეუთო-ს სამიტზე, 2008 წელს აღიარა, რომ საქართველო დაესხა თავს ცხინვალს
გაოცებული და გაოგნებული ვარ, როგორ აღმოჩნდა გარკვეული ნაწილი ჩვენგან გასული ადამიანებისა და კიდევ ვიღაცები, ვისაც თავი პატრიოტებად მოაქვთ, „ნაციონალების“ ნარატივში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, გია გაჩეჩილაძემ განაცხადა.
როგორც გია გაჩეჩილაძემ აღნიშნა, სასწაულია, როდესაც გრიგოლ ვაშაძის გარშემო, რომელიც რუსეთის მოქმედი უშიშროების ოფიცერია, დგას ოცი პარტია.
„ეს ხომ სასწაულია? ეს საზოგადოებამ ხომ უნდა შეაფასოს, ბოლო-ბოლო? რა, ძნელი გასაგებია, რა ხდება საქართველოში? ძნელი ამბავია იმის მიხვედრა, რომ ისეთი სიტუაციები შეიქმნა, რომ აგერ, ნატო შემოვიდა შავ ზღვაში, ევროკავშირთან ინტენსიური მოლაპარაკებები დაიწყო გაერთიანებასთან დაკავშირებით, აბრეშუმის გზა იხსნება, რომელმაც რუსეთის გვერდის გავლით უნდა ატაროს ტვირთები, რომ რუსული ფაქტორი ამოქმედდა საქართველოში? რა, ძნელი მისახვედრია? და ვინ არის ამის სათავეში, ვერ ხედავთ? ხალხი, რომელმაც მთელი ეკონომიკა რუსეთს გადასცა, რომელმაც ეუთო-ს სამიტზე, 2008 წლის ოქტომბერში, ხელი მოაწერა დოკუმენტს, სადაც აღიარა, რომ საქართველო დაესხა თავს ცხინვალს, ხალხი, რომელმაც „ენგურჰესის“ გადაცემაზე დოკუმენტი შექმნა რუსებთან ერთად, 2008 წლის დეკემბერში; ჩვენ, აი ეს ხალხი, რომელიც ახლა გაიქცა აქედან, რომლის სათავეშიც დგანან რუსეთის „მგიმო-ს“ და ასე შემდეგ კურსდამთავრებულები, ერთ-ერთი აქ ბრძანდება, ხოშტარია, რომელსაც მოსკოვში აქვს დამთავრებული და უშიშროების აკადემიაა, ფაქტობრივად, რა არავინ არ იცის, სააკაშვილი ვინ არის? რომ უკრაინაში მასზე სახელმწიფო ღალატზე და რუსეთთან ურთიერთობის თვალსაზრისით, სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული? გრიგოლ ვაშაძე ვინ არის, არავინ არ იცის? რომ რბილი ძალა ამოქმედდა საქართველოში და ეს პროვოკაცია, რომელიც მოაწყო რუსეთმა აქ, პარლამენტში, რომ მას დასაყრდენი სჭირდებოდა მერე ამ სიტუაციის ასაგორებლად? რთული საკითხია ამის გარკვევა ჩვენთვის პარლამენტში პოლიტიკოსებისთვის? ამიტომ სიმართლე უნდა ვუთხრათ საზოგადოებას, რომ რაშია საქმე რეალურად და რა საფრთხეებთან დაკავშირებით ხდება ეს ყველაფერი, რუსეთი ამოქმედებულია და რუსეთი ვერ გაბედავდა ამას, დასაყრდენი რომ არ ჰქონდეს საქართველოში ამ პოლიტიკური ორგანიზაციების სახით“, – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.