გია გაჩეჩილაძე მთავრობის რეორგანიზაციის საკანონმდებლო პაკეტს მხარს არ დაუჭერს
ფრაქცია „მწვანეების“ თავმჯდომარე გია გაჩეჩილაძე გარემოს დაცვის სამინისტროს გაუქმებას ეწინააღმდეგება და მთავრობის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის მხარდაჭერას არ აპირებს.
როგორც ჟურნალისტებს გაჩეჩილაძემ განუცხადა, გარემოს დაცვის მიმართულებისთვის გარანტიების მინიჭების შესახებ ჯერჯერობით არაფერი სმენია.
“ცვლილებებს მხარს არ დავუჭერ, რადგან მიმაჩნია, რომ ამ ყველაფრით გარემოს დაცვის მთლიანი სისტემის დასუსტდება ხდება. ამავე დროს, ფუნქციების ეკონომიკის სამინისტროში გადატანა ინტერესთა სერიოზული კონფლიქტია ისევე, როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს დაცვის სამინისტროსთვის შეერთება. ამიტომ, პარლამენტმა უნდა იმსჯელოს და ცვლილებების შესახებ დაფიქრდეს. ამ ცვლილებების თაობაზე რა მოლაპარაკებები იყო, არ ვიცი. კარგი იქნებოდა, თუ ფრაქციასთან შეხვედრა გაიმართებოდა”, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები ერთიანდება. მთავრობა განმარტავს, რომ გარემოს დაცვის გარანტიები საკანონმდებლო დონეზე განისაზღვრება.