ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე “სამტრედიამ“ ყაზახურ “ტობოლთან“ პირველი შეხვედრა 0:1 წააგო.
“სამტრედიას“ მთავარი მწვრთნელის, გია ცეცაძის განცხადებით, მეტოქე ფიზიკურად უფრო ძლიერი აღმოჩნდა, რამაც შედეგზე გავლენა მოახდინა.
„ყველამ იცის, რომ “სამტრედია”, ფაქტობრივად, ახალი გუნდია. ჩემი ხელმძღვანელობით გუნდმა მხოლოდ ოთხჯერ ივარჯიშა, ამის გამო დღეს შეუთამაშებლობა გვეტყობოდა და შემადგენლობაც ახალი გვყავდა. ამის მიუხედავად, მე-60 წუთამდე საკმაოდ დიდი წინააღმდეგობა გავუწიეთ, მერე კი გაგვიჭირდა, მეტოქე ფიზიკურად უფრო ძლიერი გამოდგა და შედეგზე ამან იმოქმედა” – ამბობს ცეცაძე.
“ტობოლისა” და “სამტერდიას” განმეორებითი შეხვედრა 19 ივლისს კოსტანაიში გაიმართება.