გია ცაგარეიშვილი - ზონდერ მელიასგან და ავაზაკი ადამიანისგან ვერავითარ შეგონებას ვერ მოვისმენ, მისი სიტყვა სარწმუნო ვერ იქნება, ეს კენჭიც პოდოლიაკის ბოსტანიდან არის ალბათ გადმოგდებული
გია ცაგარეიშვილი - ზონდერ მელიასგან და ავაზაკი ადამიანისგან ვერავითარ შეგონებას ვერ მოვისმენ, მისი სიტყვა სარწმუნო ვერ იქნება, ეს კენჭიც პოდოლიაკის ბოსტანიდან არის ალბათ გადმოგდებული

მგონი, უზნეობაა ეს ყველაფერი, მით უმეტეს უზნეობაა, როცა ამას მტკიცებულებების გარეშე გეუბნებიან და უზნეობაა, როცა ამას ვინმე მელია გეუბნება, ორჯერ ნასამართლევი, კრიმინალი, ადეიშვილის ხელის ბიჭი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა ნიკა მელიას განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, ნიკა მელიას არც ერთი სიტყვა სარწმუნო არ არის.

„ეს კენჭიც პოდოლიაკის ბოსტანიდან არის ალბათ გადმოგდებული, ერთმანეთში გაარკვიონ მელიებმა, ხოშტარიებმა, პოდოლიაკებმა, ქამხაძეებმა და არ ვიცი, კიდევ ვინ არის იქ, რიგში ვინ დგას იმ საქმეში, რომ როგორმე გააშავოს ეს ქვეყანა, სახელი გაუტეხოს საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს, ჩვენი სამხედრო ძალების შეუვალი ავტორიტეტი დასცეს, მით უმეტეს იმ დღეებში, როცა ჩვენ ცხინვალის ომში დაღუპული გმირების სახელებს ვიხსენებთ. მგონი, უზნეობაა ეს ყველაფერი, მით უმეტეს უზნეობაა, როცა ამას მტკიცებულებების გარეშე გეუბნებიან და უზნეობაა, როცა ამას ვინმე მელია გეუბნება, ორჯერ ნასამართლევი, კრიმინალი, ადეიშვილის ხელის ბიჭი. ეს არის დიდი უზნეობა და ცინიზმის მწვერვალი. ზონდერ მელიასგან და ავაზაკი ადამიანისგან ვერავითარ შეგონებას ვერ მოვისმენ და ვერცერთი მისი სიტყვა სარწმუნო ვერ იქნება, ეს არის გამორიცხული. მისი სიტყვა შეიძლება, სარწმუნო იყოს ვინმე ხაბეიშვილისთვის, წიკლაურისთვის ან ვინმე სხვისთვის, ჩემთვის როგორ იქნება ავაზაკი, კრიმინალი მელიას სიტყვა სარწმუნო, რომ ვიღაც სადღაც რაიმე ინფორმაციას გადასცემს. ამგვარი სისულელეების დიდი ხანია არ მჯერა, მით უმეტეს, როცა ქალბატონი ხოშტარია ამბობს ამას, რომელიც დღესაც იღებს მსუყე-მსუყე დაფინანსებას რუბლებში მაშინ, როცა ეტყობა მოსკოვის ავანსცენებზე ჩაიკოვსკის გედების ტბა დაიდგმება ხოლმე, იქიდან რომ გადმოურიცხავენ ფულს, მერე მოდის იშტაზე ქალბატონი ხოშტარია და ქადაგებს საქართველოს თავისუფლებაზე, გმირ ბიჭებზე, დაღუპულებზე, მელიასთან უნისონში და ავრცელებენ ამ სიბინძურეს. თუ იცის მელიამ რამდენი კასტილიანი კაცი ჰყავს პარტიაში, ჰკითხეთ რამდენი კასტილიანი გყავს პარტიაში-თქო, ცოცხიანებზე აღარაფერს ვამბობ, ამაზე გაგვცეს პასუხი და მერე მიიღებს სიბინძურეზე პასუხს“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ოკუპანტის ხელში აღმოჩნდა ინფორმაცია ქართველ მებრძოლზე, რომელსაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს არქივში ინახებოდა.