გია ცაგარეიშვილი - ვინ ვის იყენებს, კარგად ჩანს, გახარია სააკაშვილს გულმკერდზე ტკიპასავით მიეწება
გია ცაგარეიშვილი - ვინ ვის იყენებს, კარგად ჩანს, გახარია სააკაშვილს გულმკერდზე ტკიპასავით მიეწება

ვინ ვის იყენებს, კარგად ჩანს, გახარია სააკაშვილს გულმკერდზე ტკიპასავით მიეწება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.

ცაგარეიშვილმა კომენტარი გააკეთა ანა წითლიძის მისამართით პარტია „საქართველოსთვის“ წევრის მიხეილ დაუშვილის განცხადებაზე, რა დროსაც დაუშვილმა აღნიშნა: „„ნაციონალურ მოძრაობას“, შეიძლება, ჩვენთან აქვს კოალიცია, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს მათთან, დიდი ბოდიში, მაგრამ გამოგიყენეთ“.

გია ცაგარეიშვილის თქმით, გახარიას პარტიად წოდებული გაერთიანება „ნაცმოძრაობასთანაა“ შეზრდილი.

„რამდენიმე წლის წინ გახარია უკანა ოთახიდან გაიპარა და ქვეყანა გავეშებულ ავაზაკებს შეატოვა. ის დარწმუნებული იყო იმაში, ქაოსითა და არეულობით ვინ ისარგებლებდა. ამის შემდეგ არც ამ ადამიანს და არც მის პოლიტიკურ ლანდებს ხელისუფლებაზე თავდასხმის საშუალება არ უნდა ჰქონდეს. ეს პარტიად წოდებული გაერთიანება შეზრდილია „ნაცმოძრაობასთან“, მათ შორის რამდენიმე საკრებულოში. ღობე-ყორეს მოდებულმა ძალად პოლიტიკოსებმა ერთმანეთს ეთერებში რაც უნდა აბრალონ გამოყენება, მათგან არაფერი გამოვა, რადგან ყველაფერი ნათელია, ვინ ვისთან არის გაერთიანებული, რომ როგორმე საკრებულოს თავმჯდომარეებად თავიანთი კანდიდატები გაეყვანათ. რუსთავსა და ზუგდიდში ეს ვითომდა სააკაშვილის მაგინებელი ძალა პირდაპირ სააკაშვილს მიეტმასნა და ამ კრიმინალი ადამიანის ნებართვით ფრაქციები შექმნეს. როგორ გგონიათ, სააკაშვილის გარეშე ზუგდიდში უმრავლესობა შეიქმნებოდა? ეს იყო იდეის და გუნდის ღალატი, საზოგადოების ზურგს უკან კრიმინალ ძალასთან გარიგება“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.