გია ცაგარეიშვილი - ნათელაშვილის ფანჩატურიდან მოყოლებული შორს ვერ წავიდნენ, არჩევნები მოვა და ვნახავთ მათ ნულოვან შედეგს
გია ცაგარეიშვილი - ნათელაშვილის ფანჩატურიდან მოყოლებული შორს ვერ წავიდნენ, არჩევნები მოვა და ვნახავთ მათ ნულოვან შედეგს

აქამდეც ვიცოდი, რომ ისინი ერთად იყვნენ, თურმე ახლა რაღაც გაფორმება უნდათ ამ ერთობის და ესეც მათი უფლებაა. ორი წელიწადში არჩევნები მოვა და ვნახავთ მათ ნულოვან შედეგს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

ცაგარეიშვილმა კომენტარი გააკეთა, „სტრატეგია აღმაშენებელის“, „ლელოს“, „გირჩი – მეტი თავისუფლებასა“ და მოძრაობა „დროას“ ალიანსში შესაძლო გაერთიანების შესახებ.

დეპუტატის თქმით, მათ გაერთიანებას ვერანაირი პერსპექტივა ვერ ექნება.

„ვფიქრობ, ყველანი ისედაც ერთად იყვნენ, ნათელაშვილის ფანჩატურიდან მოყოლებული. შორს ვერც წავიდნენ ამ ფანჩატურიდან. მოფანჩატურე ხალხი, რას და როგორ გააკეთებს, ნამდვილად ვერაფერს გეტყვით. აქამდეც ვიცოდი, რომ ისინი ერთად იყვნენ, თურმე ახლა რაღაც გაფორმება უნდათ ამ ერთობის და ესეც მათი უფლებაა, ჩვენი კანონმდებლობით ეს შეუძლიათ. ძალიან მალე, ორი წელიწადში არჩევნები მოვა და ვნახავთ მათ ნულოვან შედეგს, როგორც წინა არჩევნებში ვნახეთ. ნულს რომ ნული მიუმატო, ისევ ნული ხომ გამოვა? სხვანაირად ელემენტარული მათემატიკა არ მეტყველებს. აქედან გამომდინარე კი, ვფიქრობ, მათ გაერთიანებას ვერანაირი პერსპექტივა ვერ ექნება“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.