გია ცაგარეიშვილი - „ნაცმოძრაობას“ აქციის ჩატარება სხვა ნებისმიერ დღეს შეეძლო, ამორალურია, როცა გინდა, პარტიული აქტივის შესაკრებად ერის უმაგალითო ერთიანობის იდეა გამოიყენო რუსთაველის გამზირზე
გია ცაგარეიშვილი - „ნაცმოძრაობას“ აქციის ჩატარება სხვა ნებისმიერ დღეს შეეძლო, ამორალურია, როცა გინდა, პარტიული აქტივის შესაკრებად ერის უმაგალითო ერთიანობის იდეა გამოიყენო რუსთაველის გამზირზე

ამორალური და უკეთური საქმეა, როცა ასეთ თარიღების უკან იმალები და გინდა, პარტიული აქტივის შესაკრებად ჩვენი ერის უმაგალითო ერთიანობის იდეა გამოიყენო რუსთაველის გამზირზე, იქ, სადაც რუსებმა დაუნდობლად დახოცეს ქართველი ქალები და კაცები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 9 აპრილისთვის დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

ცაგარეიშვილის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ აქციის გამართვა აპრილში ნებისმიერ დღეს შეეძლო, მაგრამ 9 აპრილს ამოეფარნენ.

„აპრილში სხვა 29 დღეა და „ნაცმოძრაობას“ საპროტესტო აქციის ჩატარება ნებისმიერ დღეს შეეძლო, მაგრამ მათ 9 აპრილი ამოიჩემეს და ამ თარიღს ამოეფარნენ. მათგან არ მიკვირს, მათ რა გაუკეთებიათ ნორმალური და ადამიანური, რომ ახლა არ ამოეფარონ 9 აპრილს და ჩვენი ეროვნული დღე საპროტესტოდ არ გამოიყენონ. გულდასაწყვეტია, როცა ადამიანები, რომელთაც ვიწროპარტიული მიზანი აქვთ, ასე გადაალაჯებენ ყველას და ყველაფერს, თავისი ქვეყნის უახლოეს ისტორიას ერთი ხელის მოსმით“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.