გია ცაგარეიშვილი - გახარია იყო მინისტრი, ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა ჩვენს მთავრობაში, მაშინ არჩევნები არ იყო მოტაცებული და თურმე ახლა გახდა ივანიშვილი არჩევნების მომპარავი, ეს უხერხულია
გია ცაგარეიშვილი - გახარია იყო მინისტრი, ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა ჩვენს მთავრობაში, მაშინ არჩევნები არ იყო მოტაცებული და თურმე ახლა გახდა ივანიშვილი არჩევნების მომპარავი, ეს უხერხულია

გახარია იყო მინისტრი და ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა ჩვენს მთავრობაში, მაშინ არჩევნები არ იყო მოტაცებული, თურმე ახლა გახდა ბიძინა ივანიშვილი არჩევნების მომპარავი, რბილად რომ ვთქვათ, ეს უხერხულია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.

ცაგარეიშვილის თქმით, გიორგი გახარიას ბარიერის გადალახვის შანსი არ აქვს, რასაც უკავშირდება არჩევნების შესახებ მისი განცხადებები.

„2012 წლის და ყოველი მომდევნო არჩევნები, რომლის მეშვეობითაც გახარია ჯერ – ბიზნესომბუდსმენი, შემდეგ – ეკონომიკის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, შემდეგ კი პრემიერ-მინისტრი გახდა, მაინტერესებს, ეს არჩევნებიც მოტაცებული იყო ივანიშვილის მიერ? თუ ახლა გადაწყვიტა მთვარის მოტაცება კონსტანტინე გამსახურდიას სტილში. მანამდე გახარია იყო მთავრობის წევრი, ნებისმიერი სტრუქტურის და ფორმაციის ჩვენი მმართველობის პერიოდში, მაშინ არჩევნები არ იყო მოტაცებული, მაშინ ნებაყოფლობით დაქორწინდა ქართველი ხალხი „ქართულ ოცნებასთან“. გახარია იყო მინისტრი და ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა ჩვენს მთავრობაში, მაშინ მოსწონდა ეს ყველაფერი, ახლა აღარ მოსწონს, რადგან შანსი არ აქვს, მათ შორის, ბარიერის გადალახვის. ახლა აღშფოთებულია და განიცდის, თურმე ახლა გახდა ბიძინა ივანიშვილი არჩევნების მომპარავი. რბილად რომ ვთქვათ, ეს უხერხულია, თუმცა შემიძლია, მკვეთრად თქმაც, არც ამის მერიდება. ასე რომ, ყველამ თავის გულში ჩაიხედოს “, – აღნიშნა გია ცაგარეიშვილმა.