გია ცაგარეიშვილი - არჩევნები ახლოვდება, ბევრ ადამიანს უნდა, სადღაც თავი დაიმკვიდროს, კეზერაშვილის გავლით იმავეს ჩალიჩობს ხაზინის ქურდი უგულავა და რუსული ბალეტის მოყვარული ხოშტარია
გია ცაგარეიშვილი - არჩევნები ახლოვდება, ბევრ ადამიანს უნდა, სადღაც თავი დაიმკვიდროს, კეზერაშვილის გავლით იმავეს ჩალიჩობს ხაზინის ქურდი უგულავა და რუსული ბალეტის მოყვარული ხოშტარია

არჩევნები ახლოვდება, ბევრ ადამიანს უნდა, სადღაც თავი დაიმკვიდროს, მიმდინარეობს უშნო ფუსფუსი „ნაციონალურ მოძრაობაში“, რაღაც კოალიცია, გაერთიანება იქმნებაო, რაც სიცრუეა, ვერავითარი საარჩევნო კოალიცია ვერ შეიქმნება, რადგან ეს საარჩევნო კანონით აკრძალულია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.

როგორც გია ცაგარეიშვილმა აღნიშნა, თუკი ვინმე სადმე ეწერება, ეწერება იქ, სადაც მივა.

„უნდა ეყოთ ვაჟკაცობა და თქვან: ჩვენ სააკაშვილს ვეახლეთ, მისი ფეხის მტვერი ვართ და ამიტომ როგორმე სიაში ჩაგვწერე. სიაში 38-ე ან 62-ე ადგილს მიუგდებენ და სიაში ჩაწერენ. სავარაუდოდ, კეზერაშვილის გავლით იმავეს ჩალიჩობს ხაზინის ქურდი უგულავა და რუსული ბალეტის მოყვარული ელენე ხოშტარია, რომელიც სადმე კარგ პუანტებსაც შეიძენს და შემდეგ ჩაიკოვსკის ცნობილი ნაწარმოებიდან სოლოს შეასრულებს“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.