გია ცაგარეიშვილი - ბედოვლათმა ოპოზიციამ მსოფლიო ბანკის კვლევის შედეგების გადაფარვა მოინდომა და ამ მიზნით შემოაგდეს თემა, თითქოს ანტიკორიფციული ბიურო ხელისუფლების წარმომადგენლების სკანდალურ შემოწმებას ახორციელებს
გია ცაგარეიშვილი - ბედოვლათმა ოპოზიციამ მსოფლიო ბანკის კვლევის შედეგების გადაფარვა მოინდომა და ამ მიზნით შემოაგდეს თემა, თითქოს ანტიკორიფციული ბიურო ხელისუფლების წარმომადგენლების სკანდალურ შემოწმებას ახორციელებს

ანტიკორუფციული ბიურო იმისთვის შევქმენით, რომ ამოწმოს ყველა და ყველაფერი, განურჩევლად პარტიული კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობისა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.

ცაგარეიშვილს კითხვით მიმართეს, როგორ შეაფასებდა გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, „ნაციონალურ მოძრაობას“ თავისმა ლობისტებმა მიამაგრეს ამერიკელი პიარკონსულტანტი ჯერემი როზნერი, რომელმაც პარტიას ურჩია, თანამდებობების პირთა ქონებრივი დეკლარაციების თემით მსოფლიო ბანკის კვლევა გადაეფარათ.

გია ცაგარეიშვილის თქმით, საკითხით ოპოზიციამ მსოფლიო ბანკის კვლევის შედეგების გადაფარვა მოინდომა.

„ბედოვლათმა ოპოზიციამ მსოფლიო ბანკის კვლევის შედეგების გადაფარვა მოინდომა და ამ მიზნით შემოაგდეს თემა, თითქოს ანტიკორიფციული ბიურო ხელისუფლების წარმომადგენლების სკანდალურ შემოწმებას ახორციელებს. აღნიშნული შემოწმების შესახებ ინფორმაცია ერთი კვირის წინ გავრცელდა, ყველამ კარგად იცოდა და რატომღაც დღეისთვის შემოინახეს. ანტიკორიფციული ბიურო ამოწმებს როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებს. ინფორმაცია რომ შემოგდებული და ბრიყვულად გავრცელებულია, აქედანაც კარგად ჩანს. ანტიკორუფციული ბიურო იმისთვის შევქმენით, რომ ამოწმოს ყველა და ყველაფერი, განურჩევლად პარტიული კუთვნილებისა და ქონებრივი მდგომარეობისა. მოწმდება გიორგი ცაგარეიშვილიც, კახა ოქრიაშვილიც და კობა ნაყოფიაც. მერე რა, რომ ამოწმებენ? ჩვენ მიერ შექმნილი ბიურო გვამოწმებს ჩვენ და რამდენიმე ოპოზიციონერს – ამიხსენით, რაშია აქ სენსაცია? შავი პიარი და ფულით ნაყიდი ბინძური ლობიზმის შედეგია აგორებული კამპანია იმის თაობაზე, თითქოს უმრავლესობასა და ხელისუფლებლებაში ისეთი კორუმპირებული არიან, რომ მათ ანტიკორიფციული ბიურო ამოწმებს“, – განუცხადა გია ცაგარეისვილმა ჟურნალისტებს.

მთავრობის ადმინისტრაციამ დღეს ინფორმაცია გაავრცელა მსოფლიო ბანკის კვლევის შედეგებზე. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველო მექრთამეობის შემთხვევების სიმცირით მსოფლიოში მე-13 ადგილზე და ევროპის საუკეთესო ათეულშია, სამთავრობო კონტრაქტების მოპოვებისას მოსყიდვისგან თავისუფლებით კი მსოფლიოში საუკეთესოა.