გია ცაგარეიშვილი - ადამიანებმა ერთმანეთის გადათვლას და სხდომათა დარბაზში რამდენიმე წუთით გაძლებას ვერ მოაბეს თავი, თურმე ეს ყოფილა დილემა ოპოზიციისთვის, რომელსაც ქვეყნის სათავეში უნდა მოსვლა
გია ცაგარეიშვილი - ადამიანებმა ერთმანეთის გადათვლას და სხდომათა დარბაზში რამდენიმე წუთით გაძლებას ვერ მოაბეს თავი, თურმე ეს ყოფილა დილემა ოპოზიციისთვის, რომელსაც ქვეყნის სათავეში უნდა მოსვლა

გამოჩნდა, რომ ოპოზიციას ელემენტარული არითმეტიკა და 50-მდე დათვლა არ სცოდნია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ოპოზიციამ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ჩააფლავა“.

„ახლა იმაზეც დარდობენ, რომ 50 ადამიანი, შესაძლოა, არც სამშაბათის პლენარულ სხდომაზე აღმოჩნდეს, ამიტომ დასდევენ ერთმანეთს კარდაკარ, საზღვარგარეთ სხვადასხვა კურორტებზე ეძებენ ერთმანეთს, ათვალიერებენ „ფეისბუქებს“, მათ ახლობლებს უკავშირდებიან, ემუდარებიან, ეხვეწებიან, რათა როგორმე შეიკრიბონ, მაგრამ როცა ოპოზიციის, მათ შორის საპარლამენტო ოპოზიციის სახე არის ლევან ხაბეიშვილი, შედეგი ყოველთვის ფატალური და გაუგონარი იქნება, იქნება სულ გაუგებრობა, ინფანტილიზმი და ჩავარდნილი საკითხები. ადამიანებმა, ელემენტარულად, ერთმანეთის გადათვლას და სხდომათა დარბაზში რამდენიმე წუთით გაძლებას ვერ მოაბეს თავი, თურმე ეს ყოფილა დილემა ოპოზიციისთვის, რომელსაც ქვეყნის სათავეში უნდა მოსვლა“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.