გია ბარამიძე - ვადამდელი არჩევნები არის ჩვენი მთავარი მიზანი, სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრ გია ბარამიძის განცხადებით, ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილის მიერ ხელოვნური კრიზისია შექმნილი და მის განმუხტვას ვადამდელი არჩევნები სჭირდება.
ბარამიძე ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი მიზანია ვადამდელი არჩევნები, ხოლო სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია.
„ოპოზიციის, და კერძოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ დამოკიდებულება მთელი ამ პროცესისადმი ჩვენი საზოგადოებისთვის ძალიან კარგად არის ნათელი. ჩვენ რაღაც ახირებებისთვის არ ვიბრძვით და აკვიატებული იდეები არ გვაქვს. ქვეყანაში არის დიახაც, როგორც ახლა თვითონ აღიარებენ, ხელოვნურად შექმნილი კრიზისი ბიძინა ივანიშვილის მიერ, როდესაც მან ძალადობისა და გაყალბების გზით მოახერხა და მიიტაცა საპარლამენტო უმრავლესობა, ანუ ხელისუფლება.
ამიტომ, რომ დაიძლიოს და განიმუხტოს ხელოვნური კრიზისი, რაც არის წარმოშობილი სწორედ ივანიშვილის რეჟიმის მიერ. ამას სჭირდება ვადამდელი არჩევნები. ვადამდელი არჩევნები არის ჩვენი მთავარი მიზანი, სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია, რადგან თუ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი არ დაიძლია, მაშინ, სამწუხაროდ, უფრო მეტად დამძიმდება ის მდგომარეობა, რომელიც თითოეულ მოქალაქეს აწუხებს – ეკონომიკური პრობლემები, უმუშევრობა, სიღარიბე, ლარის კურსი, უიმედობა. ამ პრობლემებს არ მოევლება მხოლოდ იმ სამი პუნქტის რეალიზაციით, რაზეც არის საუბარი“, – განაცხადა გია ბარამიძემ „ტვ პირველის“ ეთერში.