გია ბარამიძე - „სამართლიანი არჩევნების“ მონაცემები არის მხოლოდ მცირე ნაწილი არჩევნების გაყალბების მტკიცებულების, „ოცნებას“ აბსოლუტურად მცდარი მიდგომა აქვს და ცდილობენ, საზოგადოების ამგვარად შეცდომაში შეყვანას
ამ ადამიანის განცხადებების არაადეკვატურობა უკვე ყოველგვარ ზღვარს სცილდება. ამიტომ, არ მგონია რომ ვინმემ სერიოზულად უპასუხოს ასეთ სისულელეს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გი ბარამიძემ საპრლმენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.
„ყველამ კარგად იცის ამ ორგანიზაციის დამფინანსებლებიც, სპონსორებიც და ამ ხნის განმავლობაში ავტორიტეტიც და რატომღაც დაიხვიეს ხელზე, თითქოს, ამ ორგანიზაციის მონაცემები იყო ის მთავარი მტკიცებულება რომელიც რეალურად არ ყოფილა. „ისფედის“ მონაცემები არის მხოლოდ მცირე ნაწილი არჩევნების გაყალბების მტკიცებულების. ცდილობენ თემა „ისფედის“ გარშემო ატრიალონ. აბსოლუტურად მცდარი მიდგომა აქვთ და ცდილობენ, საზოგადოების ამგვარად შეცდომაში შეყვანას. „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე პარლამენტში შესვლა სხვა პარტიებისთვის, როდესაც ორი-სამი მანდატი აქვთ აღებული, აზრი არ აქვს“, – განაცხადა ბარამიძემ.
მისივე თქმით, არც მცირე მანდატიანი პარტიები აპირებენ პარლამენტში შესვლას.
„ვისაც მცირე მანდატები აქვს აღებული, დღეის მონაცემებით არ აპირებენ ამ გაყალბებულ პარლამენტში შესვლას, იმიტომ რომ ძალიან კარგად იციან, რომ ეს იქნება შეურაცხყოფა, როგორც მათი ამომრჩევლის, ასევე კანონის და კონსტიტუციის დარღვევა. კობახიძის და ივანიშვილის ეს ჯგუფი დიდი ხანია ამას ლაპარაკობს, ამიტომ მცდელობაა მუდმივი, რაღაცნაირად ან დაშინების, ან შანტაჟის ან მოსყიდვის გზით რამენაირად ვინმე შეიტყუონ ამ გაყალბებულ ერთპარტიულ პარლამენტში, რომ დეკორაციად გამოიყენონ. ამ მცდელობას აგრძელებენ და გააგრძელებენ სადამდეც შეძლებენ“, – განაცხადა კობახიძემ.