გია ბარამიძე - სალომე სამადაშვილთან დებატები სიამოვნებას არ მომანიჭებს, მაგრამ საჭიროდ მიმაჩნია, საჯაროდ ვუთხრა, რასაც მასზე ვფიქრობთ მე და პარტიის ასიათასობით წევრი
გავიგე, ქალბატონ სალომე სამადაშვილს გამოუთქვამს ჩემთან სატელევიზიო დებატის სურვილი. ვერ მოვიტყუები და ვერ ვიტყვი, რომ ეს პროცესი სიამოვნებას მომანიჭებს, მაგრამ ნამდვილად საჭიროდ მიმაჩნია, საჯაროდ ვუთხრა, რასაც მასზე ვფიქრობ მე და ენმ ასიათასობით ის წევრი, ვინც გაკვირვებული და სამართლიანად გაბრაზებულია, მის მიერ, პარტიის ასე დემონსტრატიულად (უკაცრავად) ფეხებზე დაკიდებით და ეგრეთწოდებული პრეზიდენტის სასახლეში იმ დოკუმენტზე ხელის მოწერით, რაზეც ჯერ პარტიას თავისი დამოკიდებულება (იმის გამო რომ ნიკა მელია ვაჟკაცურად ციხეში ზის) ჩამოყალიბებული არ აქვს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გია ბარამიძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ბარამიძე აღნიშნავს, ხსენებულ დოკუმენტთან მიმართებაში პარტიაში სხვადასხვა აზრი აქვთ და განსხვავებულ აზრთან მიმართებაში ცხადია, არავის ნეგატიური დამოკიდებულება არასდროს ჰქონია.
„სერიოზული პრობლემა ქალბატონი სამადაშვილის ქმედებაშია. მან ჩათვალა, რომ გუნდის დაიგნორირება შეუძლია და სანამ პარტიის თავმჯდომარე, პრინციპებსა და სიტყვას არ ღალატობს და ჯერ კიდევ ციხეში ზის, მისი საქციელით ივანიშვილის მოღალატურ რეჟიმს, ნაციონალური მოძრაობის მიმართ, ქედმაღლური და შეურაცხმყოფელი შეფასებების საბაბი (საფუძველი არასდროს ექნებათ) მისცა, თითქოს ჩვენ ჩვენს პრინციპებს ვუღალატეთ და მათ შანტაჟს დავემორჩილეთ.
რადგან ქალბატონი სამადაშვილი ამ გზას დაადგა, ცხადია ჩვენი წევრების დიდმა ნაწლმა მისი პარტიიდან გარიცხვა მოითხოვა, თუმცა მან თვითონ განაცხადა, რომ გუნდს ემშვიდობება, ახლა მაინც გაურკვეველია მისი პარტიის წევრობის საკითხი, რადგან ჩვენს ევროპელ მეგობრებს (ბატონი კუბილიუსი) ჰგონიათ, რომ იგი კვლავაც ენმ-ს წევრია, მეტიც ზოგი მეტ შეცდომაშიც კია შეყვანილი და ჩათვალეს, რომ მან, ენმ-ს სახელით მოაწერა პარლამეტში შესასვლელ დოკუმენტს ხელი.
ასე რომ ვფიქრობ ამ და სხვა საკითხებზე გულახდილი და საჯარო საუბარი სასარგებლო იქნება პოზიციების გასარკვევად და ჩვენი საზოგადოებიას და დასავლელი მეგობრების სწორად ინფორმირებისათვის.
თუ საქართველოში მოქმედი 3 მთავარი არაქოცური ტელევიზია (მთავარი, ტვ პირველი, ფორმულა) გამოთქვამს სურვილს ამგვარი დისკუსია მოაწყოს, კარგი იქნება“,- წერს ბარამიძე.
გავიგე ქალბატონ სალომე სამადაშვილს გამოუთქვამს ჩემთან სატელევიზიო დებატის სურვილი.
ვერ მოვიტყუები და ვერ ვიტყვი, რომ…
Posted by Giorgi Baramidze on ხუთშაბათი, 22 აპრილი, 2021