გია ბარამიძე - ნიკა მელიას დაჟინებულ რეკომენდაციას ვაძლევთ, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისიდან ჯერ ფეხი არ მოიცვალოს
ნიკა მელიას დაჟინებულ რეკომენდაციას ვაძლევთ, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისიდან ჯერ ფეხი არ მოიცვალოს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გია ბარამიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში, არაძალადობრივი ბრძოლა გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც ხანიც საჭირო იქნება.
„აქამდე ნიკამ თქვა, რომ არ გადავიხდი, ვერ დამიჭერთ და ჩვენ ვთქვით, რომ ვერ დაიჭერთ. ასეც მოხდა ყველა ერთობლივი ძალისხმევით. რაც შეეხება ნიკას ქალაქში სიარულს, სადაც მეტ-ნაკლებად არ გაირკვევა ვითარება, მე პირადად და ჩვენი გუნდის წევრები ძალიან დაჟინებულ რეკომენდაციას ვაძლევთ ნიკას, რომ ეს არ გააკეთოს, რადგან ჩვენ გვაქვს საქმე გავრილოვების რეჟიმთან, რომელსაც ახლა ჰგონია, რომ ნიკა მელიას დაჭერით ცოტა მოსულიერდებიან, მას შემდეგ, რაც გარდაიცვალნენ, განსაკუთრებით როცა გამოჩნდა აშკარად, როგორ დალპა ეს რეჟიმი გახარიას გადადგომის შემდეგ. ეს კიდევ ნათელი გახდა. ამიტომ, ნიკა მელიას დაჟინებულ რეკომენდაციას ვაძლევთ, ამ ოფისიდან ჯერ ფესი არ მოიცვალოს.
მესამე ღამე გავათენეთ პარტიის ოფისში. ეს არის ძალიან ამაღელვებელი, რადგან ყველა ვგრძნობთ ამ ერთობას, იმ იდეის გარშემო, რასაც ჰქვია თავისუფალი, სუვერენული სახელმწიფო, რომელიც არ დაიდგამს პუტინის და გავრილოვების უღელს და არ გახდება გავრილოვების საჯლიგინო ადგილი, სადაც გავრილოვის და ოკუპაციის წინააღმდეგ პროტესტის გამო, ადამიანებს თვალებს თხრიან და ცემენ, ასახიჩრებენ და ამისთვის ხელისუფლება პასუხს არ აგებს. სწორედ ეს გვაერთიანებს დღეს ჩვენ ყველას, რომ ჩვენ გვქონდეს ნორმალური სახელმწიფო. ჩვენ ვაპირებთ, რომ ეს მშვიდობიანი შეუიარაღებელი ბრძოლა, არაძალადობრივი ბრძოლა, იმ ჩარჩოებში, რასაც გვაძლევს კანონი და კონსტიტუცია, გავაგრძელოთ რამდენი ხანიც დასჭირდება. ჩვენ დავუდგებით ნიკა მელიას ცოცხალ ფარად, რომ მისი დაპატიმრება სრულიად უკანონოდ, შეთითხნილი საქმის საფუძველზე, ორმაგი სტანდარტებისა და ხელისუფლების პოლიტიკურ დღის წესრიგზე მორგებული სამართლის მეშვეობით არ მოხდეს. ეს რამდენი ხანიც არ უნდა გაგრძელდეს, კიდევ ერთი კვირა, ერთი თვე თუ მეტი, ჩვენ ვიქნებით აქ და დაგიცავთ ნიკა მელიას. დავიცავთ ჩვენს თავისუფლებას, ღირსებას, საქართველოს გავრილოვიზაციის წინააღმდეგ“, – განაცხადა ბარამიძემ.
მისი თქმით, ახალ ეროვნულ მოძრაობად ჩამოყალიბებული ერთობის განადგურება შეუძლებელია.
„ახლა ეს რეჟიმი დგას დილემის წინაშე რა გააკეთოს, რადგანაც გახარია, რომელიც პასუხისმგებელია 20 ივნისის ღამეზე, ისიც კი მიხვდა, რომ მთავარი ოპონენტი პარტიის ოფისის, სადაც უამრავი ადამიანია შეკრებილი, შტურმით აღება არ მომხდარა არამარტო საქართველოში, არამედ ალბათ პოსტსაბჭოთა სივრცის დიქტატორებად ჩამოყალიბებულ სახელმწიფოებში და ამის გაკეთება ძალიან მძიმე შედეგებით დამთავრდება, შესაძლოა არა მარტო პოლიტიკური შედეგებით, არამედ ადამიანებისთვის უდიდესი ფიზიკური ზიანის ხარჯზე. ღმერთმა დაგვიფაროს. თუმცა, ყველასათვის ცნობილი ზიზღით სავსე ადამიანი – ჰაკიმ ფაშა, სწორედ იმიტომ დასახელდა ივანიშვილის მიერ, რომ შესრულდეს პოლიტიკა – „ახლა მაინც ვუტიროთ ნაცებს დედა“, ცხრა წლის თავზე მაინც, რადგან ამოვიდა ნაცები ყელში, რადგან არჩევნები წავაგეთ. ნათელია, რომ მათი პოლიტიკური კრახი გარდაუვალია. ეს ჯინი ამოსულია ბოთლიდან და ვერც ნაცებს გაანადგურებ და ვერც იმ ერთობას, რომელიც უკვე ჩამოყალიბდა ფაქტობრივად ახალ ეროვნულ მოძრაობად. ისინი გონს უნდა მოეგონ“, – განაცხადა ბარამიძემ.