გია ბარამიძე - ნიკა მელია არის არა მარტო „ნაციონალური მოძრაობის“ არჩეული თავმჯდომარე და ლიდერი, არამედ დაიმსახურა სხვა ოპოზიციური პარტიების უდიდესი პატივისცემა
ნიკა, ჩვენ ვამაყობთ შენით, შენ ხარ არა მარტო „ნაციონალური მოძრაობის“ არჩეული თავმჯდომარე და ლიდერი, არამედ დაიმსახურე სხვა ოპოზიციური პარტიების უდიდესი პატივისცემა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გია ბარამიძემ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან განაცხადა, სადაც ნიკა მელიას მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს.
მისივე თქმით, ნიკა მელია „საქართველოს გავრილოვებისგან გათავისუფლების მოძრაობის“ ნამდვილი ლიდერია.
„მინდა, ნიკას მივესალმო, ვუთხრა, რომ, ნიკა, ჩვენ ვამაყობთ შენით, შენ ხარ ნამდვილი ლიდერი, ვაჟკაცი, პატრიოტი ადამიანი, რომელიც მაგალითს აძლევ სხვა პოლიტიკოსებს, თითოეულ ჩვენგანს, შენ ხარ არა მარტო „ნაციონალური მოძრაობის“ არჩეული თავმჯდომარე და ლიდერი, არამედ შენ დაიმსახურე უდიდესი პატივისცემა სხვა ოპოზიციური პარტიების და ხარ ნამდვილი ლიდერი საქართველოს ამ გავრილოვებისგან გათავისუფლების მოძრაობისა და ბრძოლისა“, – აღნიშნა გია ბარამიძემ.
ბარამიძის განმარტებით, აპირებენ, გააგრძელონ მშვიდობიანი ბრძოლა კონსტიტუციისა და კანონის ჩარჩოებში.